x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ქართული მითოლოგია - ბადაგონი
ბადაგონი


ექვთიმე მთაწმინდელს (955-1028 წწ.) "მცირე სჯულის კანონში" მოყვანილი აქვს მეტად საინტერესო ცნობა ქართველთა წარმართული ღვთაებების შესახებ. ის წარმართული ღმერთები, რომლებზეც ექვთიმე აქ საუბრობს, არიან: არმაზი, გაცი, გაიმი, ბოჩი და ბადაგეონ. ამ "ბადაგეონზე" ის წერს შემდეგს - "რომელი იგი ყურძენსა წნეხდეს, ბილწისა მის დიონისეს სახელსა იტყვიან და სიცილსა აღაზრზენენ. ესე ყოველი საეშმაკოი არს და მოსპენ ქრისტიანეთაგან."


ბადაგეონი ანუ ბადაგონი, როგორც მას ივ. ჯავახიშვილი უწოდებს, რომელიც ყურძენს "წნეხავს" ანუ წურავს და დიონისესთან არის გაიგივებული, სხვა არაფერია თუ არა ვაზისა და ღვინის მფარველი პროტოქართული ღვთაება. ივ. ჯავახიშვილი მისთვის ჩვეული მეცნიერული სიზუსტით აღწერს ქართულ წარმართულ ღვთაებებს. ბადაგონზე იმოწმებს რა ექვთიმე მთაწმინდელის ცნობას, აღნიშნავს, რომ სხვა ქრისტიანულ წყაროებში ბადაგონის ან ბადაგეონის ღვინის ღვთაებად მოხსენიების არც დამამტკიცებელი და არც უარმყოფელი ცნობები აღარ არსებობს, რადგან ეს უძველესი პროტოქართული წყაროები, ასევე მათი ძეგლები (კერპები) თუ სხვა გამოსახულებები და კვალი, ამოშანთული, დანგრეული, დამწვარი და (ბარბაროსულად) განადგურებული იქნა ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ (+100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ)


2. ქართული მითოლოგია - ბატონები

3. ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
1469
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1469
  
2019, 4 თებერვალი, 17:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1