ქალი და მამაკაცი როგორ მოვამზადოთ საყვარელი შოკოლადი 2019, 4 თებერვალი, 1:50
ტკბილი შოკოლადი ცხელი შოკოლადი მარწყვით: რეცეპტი: კაკაოს ფხვნილი _1/3 ჭიქა შაქარი _ 6 სუფრის კოვზი . მწიკვით მარილი მდუღარე წყალი - 1/3 ჭიქა რძე ნახევარი ჭიქა ვანილი 1 პაკეტი ნაღები ნახევარი ჭიქა 200 გრ. მარწყვი რომი _ 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ცედრა მწიკვი. პატარა ქვაბში ავადუღოთ კაკაო, შაქარი და მარილი. თან ნელნელა დავუმატოთ მდუღარე წყალი. ვურიოთ ვხარშოთ 2 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ რძე და გავაცხელოთ. ადუღებამდე არ მივიყვანოთ. დავამატოთ ვანილი და ათქვეფილი ნაღები. ისევ ავურიოთ და გავაგრილოთ.მარწყვი გავარჩიოთ დავამყაროთ ცოტა შაქარი და დავნამოთ რომით. გავაჩეროთ ცოტა ხანს. შემდეგ გავანაწილოთ ჭიქებში და მოვასხათ თბილი შოკოლადი, მოვაყაროთ ფორთოხლის ცედრა.
ფორთოხალი ხაჭოთი და შოკოლადით 4ც ფორთოხალი 700 გრ. ხაჭო 400 გრ. ნაღები 2 ფილა შავი შოკოლადი შესქელებული რძე 4 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი 4 სუფრის კოვზი 2 ჩ. კოვზი კონიაკი ან ლიქიორი ნახევარი ფორთოხალი კანიანად დავჭრათ თხელ რგოლებად. ხაჭოს ავურიოთ შესქელებული რძე და ნაღები და ავთქვიფოთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი კრემის მიღებამდე. შოკოლადი გავადნოთ, დავუმატოთ ცოტაოდენი მიხაკი და დარიჩინი. ფორთოხლის ყოველ ნაჭერს დავადოთ კრემი. მოვასხათ შოკოლადი და დავამყაროთ ქოქოსის ფანტელები. შავი შოკოლადის კრემი დარიჩინით, ნუშით წიწაკით შავი შოკოლადის 2 ფილა. დარიჩინი 200 გრ. გახეხილი ნუში. წიწაკა ფქვილი 4 სუფრის კოვზი რძე 2 ჩაის ჭიქა. შოკოლადი გავადნოთ, დავუმატოთ რძე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დაბალ ცეცხლზე ხარშვისას ცოტ ცოტა ფქვილი ჩავაყაროთ და ვურიოთ. შევაზაოთ წიწაკით და დარიჩინით. ნუშის ნაწილი ჩავახარშოთ შოკოლადს, ნაწოლი კი უკვე ჭიქებში განაწილებულს მოვაყაროთ.
120 შეფასება არ არის
|