ფოტოგრაფია ფოტოგრაფმა გამონახა კრეატიული გზა, უსინათლო პატარძლისთვის საქორწინო ფოტოები "ეჩვენებინა" 2019, 4 თებერვალი, 15:54 ![]() "სტეფს ქორწილი არ უნდოდა".სტეფმა თვალთახედვა რობთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე დაკარგა. მან დედისგან მემკვიდრეობიით მიიღო ბადურის დისტროფია. ეს არის დეგენერატიული დაავადება, რომლის შედეგად ხდება ბადურის მოშლა, რაც თავის მხრივ იწვევს მხედველობის დაქვეითებას. სტეფმა უარი თქვა თავისი ოცნების ქორწილზე, რადგან მისი დანახვის გარეშე ბოლომდე ვერ ისიამოვნებდა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღით."სტეფს ბავშვობიდანვე უნდოდა, ჰქონოდა ზღაპრული ქორწილი და ძალიან დავმწუხრდით, როცა გვითხრა, რომ ამის გაკეთება არ შეეძლო", - თქვა სტეფის დედამ. ![]() მაგრამ ჯეიმსმა მოახერხა, ეს დღე განსაკუთრებული გაეხადა.ეს ისტორია არასდროს მოხდებოდა, წყვილი რომ ფოტოგრაფ ჯეიმს დეის არ შეხვედროდა, რომელმაც გულისამაჩუყებელი გზა გამონახა, რათა სტეფისთვის და რობისთვის ქორწილის დღე დასამახსოვრებელი გაეხადა."ვალდებული ვიყავი, ეს მომენტი განსაკუთრებული გამეხადა. მინდოდა, გამომენახა ისეთი გზა, რომ ქორწილის ფოტოების "ნახვა" ყველას შესძლებოდა", - თქვა მან. ![]() საბედნიეროდ, პატარძალმა აზრი შეიცვალა.ეს ჯეიმსისთვის მართლაც რთული სამუშაო იყო. "გამუდმებით ვგუგლავდი და ამის შესახებ ყველას ვეკითხებოდი, ვისაც ვიცნობდი... 12 თვის განმავლობაში მწიფდებოდა ეს იდეა ჩემში. გონებაში 1000-ჯერ მაინც წარმოვიდგინე მთელი ქორწილის დღე და ავარჩიე მომენტები, რომლებცი სტეფისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო", - თქვა ფოტოგრაფმა.ასე დაიბადა ქსოვილზე ხელშესახები (ტაქტილური) ფოტოების იდეა, რამაც მთელი ოჯახი ძალიან გაახარა. ![]() საჩუქარიფოტოგრაფის საჩუქარმა ყველას გული აუჩუყა. პატარძალს შეეძლო, საკუთარი ქორწილის ფოტოები "დაენახა" და ამ დღის ძვირფასი მოგონებები შეენახა.![]() "დაუჯერებელია... თქვენ იმდენი იშრომეთ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქორწილი მქონოდა... ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის", - თქვა აღელვებულმა პატარძალმა. ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ:1. ქალის სხეული ორსულობის შემდეგ - ახალი სიტყვა ფოტოგრაფიაში 2. ფოტოგრაფი ფოტოშოფის გამოყენების გამო გააკრიტიკეს, პასუხად კი მან ორიგინალი სურათები გამოაქვეყნა 3. ფრანგმა მხატვარმა ფოტოშოპის გამოყენებით საუცხოო ცხოველები შექმნა ![]() 305 5-ს მოსწონს
|