ფილოსოფია საინტერესო ფაქტები ზამთარში დაბადებულ ადამიანებზე 2019, 2 თებერვალი, 16:34 მეცნიერთა აზრით, დაბადების დღე განსაზღვრავს, ადამიანის არა მხოლოდ ზოდიაქოს, არამედ ხასიათსა და ჯანმრთელობასაც. ჰარვარდისა და ქუინსლენდის (ავსტრალია) უნივერსიტეტების კვლევის შედეგების თანახმად, ზამთარში დაბადებულ ბავშვებს უფრო დიდი სხეული აქვთ. ისინი უფრო მაღლები და მძიმეები არიან და თავის გარშემოწერილობაც უფრო დიდი აქვთ. ნოტერდამის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ, 1989-2001 წლის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, ზამთარში დაბადებული ბავშვების უმეტესობა არაპრივილეგირებული ოჯახებიდან არიან. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ხშირად, სწორედ ზამთარში აჩენენ ბავშვებს მარტოხელა და თინეიჯერი დედები. იგივე მეცნიერთა კვლევის თანახმად, იანვარში, თებერვალსა და მარტში დაბადებული ბავშვები ნაკლებად განათლებულები, ნაკლებად ჯანმრთელები და მოზრდილ ასაკში დაბალანაზღაურებადი სამსახურის მქონე ადამიანები არიან. თუმცა ნუ გადაუსვამთ ზემოაღნიშნული ფაქტის გამო ზამთრის ბავშვებს ხაზს.ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ისინი თავის თანატოლებზე ბევრად უფრო გონიერები არიან. 21 ათასი ბავშვის ტესტირების შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, ზამთარში დაბადებული ბავშვები გონებრივ სავარჯიშოებს სხვებზე ბევრად უფრო უკეთ აკეთბენ. არაერთი მეცნიერი ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზამთარში დაბადებული ბავშვები და ადამიანები დეპრესიისკენ არიან მიდრეკილნი. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გარემოში ცხოვრობენ, აქვთ თუ არა წუხილის სერიოზული მიზეზი, ზამთარში დაბადებულებს მათი ბიოლოგიური საწყისები დეპრესიისკენ მაინც უბიძგებთ. ბრიტანელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ზამთარში დაბადებული ადამიანები მიდრეკილნი არიან ნერვული დაავადებებისკენ, ბიპოლარული აშლილობისა და შიზოფრენიისკენ. ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, ზამთარში დაბადებულ ადამიანებს სხვებთან შედარებით უფრო სუსტი ძვლები აქვთ. ამის მიზეზად დედის ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა სახელდება. (მოგეხსენებათ D ვიტამინის მთავარი წყარო მზე გახლავთ.
ბოსტონში ჩატარებული დაკვირვების შედეგად დადგინდა ისიც, რომ ზამთარში დაბადებული ბავშვების კიდევ ერთი პრობლემა არის მიდრეკილება საკვებზე ალერგიულობისკენ.
64 1-ს მოსწონს
|