მსოფლიო "ჩვენი პასუხი იქნება სარკისებური" - ვლადიმერ პუტინი 2019, 2 თებერვალი, 15:33
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს გადაწყვეტილების საპასუხოდ, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ვალდებულებების შესრულების შეჩერების გამო, ასევე შეაჩერა ხელშეკრულება. "პასუხი იქნება სარკისებური". ზუსტად როგორი- მან არ დააკონკრეტა, მაგრამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პარტნიორებმა პირველებმა განაცხადეს, რომ ისინი ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებას ითხოვენ. გარდა ამისა, ამერიკელები მუშაობენ სამეცნიერო კვლევისა და განვითარების კონსტრუქციულ სამუშაოებზე, რუსეთიც "იგივეს გააკეთებს." - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ქვეყნის ხელმძღვანელმა ასევე მიმართა მინისტრებს ლავროვს( რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) და შოიგუს ( რუსეთის თავდაცვის მინისტრი), რომ მეტად აღარ მოახდინონ საშუალო და მცირე რაკეტების ლიკვიდირების ხელშეკრულების ლიკვიდაციის საკითხზე ინიცირება ანუ მოლაპარაკების დაწყება. 268 შეფასება არ არის
|