ქალი და მამაკაცი 7 დაუჯერებელი რეალობა ურთიერთობების შესახებ - მეცნიერთა კვლევის შედეგი! 2019, 7 თებერვალი, 8:43
ბოლო წლებში მეცნიერები აქტიურად იკვლევენ სიყვარულს. ბოლო კვლევებმა ისინი საოცარ დასკვნებამდე მიიყვანა. გავრცელებული სტერეოტიპები დაიმსხვრა, ურთიერთობების შესახებ აწი ახალი ინფრომაციები გვაქვს, რომლითაც შევძლებთ უფრო სწორი ნაბიჯების გადადგმას, ვიდრე აქამდე. რა არის სიყვარული? 7 დაუჯერებელი რეალობა ურთიერთობების შესახებ: 1. ყველაფერი პირველ კოცნაზე დამოკიდებული ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, აღმოჩნდა რომ პირველი კოცნა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე გვეგონა. ზუსტად პირველი კოცნით იწყება ადამიანის სიყვარულისადმი მიდრეკილება და ამ კოცნის საშუალებით იწყებს ადამიანი(ძირითადად ქალი) სიყვარულის შესწავლას. 2. 25 წლიანი ან უფრო გრძელვადიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილის სახის მიმიკები ერთმანეთს ემსგავსება მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა წყვილების მსგავსებასთან დაკავშირებით. კვლევამ ცხადჰყო, რომ 25 წლიანი ან კიდევ უფრო გრძელვადიანი ურთიერთობა წყვილის სახის მიმიკებს აერთიანებს და ერთნაირს ხდის. 3. პირველი სექსუალური ურთიერთობა, მომავალ რომანტიკულ ურთიერთობებზე მოქმედებს ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, პირველი სექსუალური ურთიერთობა 19 წლის ასაკში არის რეკომენდებული. რადგან ამ ასაკში მიღებული პირველი სექსუალური გამოცდილება მომავალ რომანტიკულ ურთიერთობებზე დადებითად მოქმედებს და ამ ურთიერთობებს უფრო მყარს ხდის! 4. რომანტიკული ფილმები, წყვილს ურთიერთობის შენარჩუნებაში ეხმარება 3 წლიანი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რომანტიკული ფილმები ჩვენს ურთიერთობების შენარჩუნებაში გვეხმარება. მსგავსი ფილმების საშუალებით, წყვილები უკეთესად აანალიზებენ საკუთარ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს. ცნობისთვის რომანტიკული ფილმების საშუალებით, დაშორების პირას მყოფ წყვილთაგან 37 % -მა გადაწყვეტილება შეიცვალა. 5. საყვარელი ადამიანის ფოტო, თქვენს ტკივილს შეამსუბუქებს ახალი კვლევის თანახმად, საყვარელი ადამიანის ფოტოების დათვალიერება, ტკივილს ამსუბუქებს. ასევე ეფექტურია საყვარელი ადამიანის ჩახუტება და ხელის ჩაკიდებაც. ქალებს ჩაუტარდათ გამძლეობის ტესტიც, თუმცა ექსპერიმენტში მონაწილე ყველა ქალმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა, მათ წინ წარმატების მიღწევისთვის მხოლოდ და მხოლოდ საყვარელი მამაკაცის ფოტო იდო! 6. თანამედროვე ქორწინებებში, საკუთარი თავის დამტკიცებაა საჭირო ნორთვესტის-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მუშაობა დაიწყეს განშორების ფაქტებზე. შედეგების თანახმად, წყვილებს თავდაჯერება აკლიათ, რაც განშორების ძირითად მიზეზად სახელდება. მხოლოდ "მიყვარხარ" არაფერს ნიშნავს, ამას თუ საქციელებით არ გამოხატავ. მეცნეირების მტკიცებით, საჭიროა უფრო მეტი თავგანწირვა, რათა ურთიერთობა უფრო მყარი გახდეს. ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია. 7. მაღალი IQ -ს მქონე მამაკაცები, უფრო ნაკლებად მოღალატეები არიან! ეს ფაქტი დაამტკიცეს სან ლუისის უნივერსიტეტში. "ჭკვიანი მამაკაცები, საყვარელ ქალს არასოდეს ღალატობენ". ანკეტაში მონაწილეობა ძალიან ბევრ წარმატებულ მამაკაცმა მიიღო. ისინი აღნიშნავენ, რომ ერთგულება და სექსუალური ცხოვრება მხოლოდ ერთ ქალთან აინტერესებთ. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი <<<იხილეთ ასევე>>>კითხვები, რომლებიც არ გვასვენებს - ფსიქოლოგიური მომენტები 10 პუნქტით... როგორი იქნება 2019 წელი მერწყულებისთვის? ფანტასტიურ მომენტში დაჭერილი 20 ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ! რეალურად აღმოჩენილი 5 "ურჩხული", რომლებსაც მეცნიერები საიდუმლოდ იკვლევენ! დრაკონის სამკუთხედი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 4274 6-ს მოსწონს
|