ფსიქოლოგია კითხვები, რომლებიც არ გვასვენებს - ფსიქოლოგიური მომენტები 10 პუნქტით... 2019, 6 თებერვალი, 13:43 რასაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით, ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგეხმარებათ ზედმეტი კითხვებისგან თავის დაღწევაში... თუ მზად ხართ, დავიწყოთ! 1. თუ თქვენს გეგმებსა და ოცნებებზე ისაუბრებთ სხვადასხვა გარემოებაში, მაშინ მისი აღსრულების ალბათობა ყოველ ჯერზე უფრო შემცირდება. რატომ? - კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანის მოტივაცია უფრო მაშინ მცირდება, როდესაც საკუთარი გეგმების შესახებ სხვებს უამბობს. 2. სანამ დაწვებით დასაძინებლად, გაიხსენეთ ადამიანი, რომელზეც ყოველთვის ფიქრობთ ძილის წინ. დაიმახსოვრეთ, ეს ის ადამიანია, რომელიც თქვენ ან გაუბედურებთ, ან კიდევ, გაბედნიერებთ! 3. გსურთ ცხოვრების სტილის შეცვლა და უარყოფითი ჩვევებისგან თავის დაღწევა? მაშინ იცოდეთ, რომ ამისთვის 66 დღე გაქვთ! ეს იმიტომ, რომ ჩვევად ქცევისთვის საჭირო დრო 21 დღე არ არის, არამედ 66 დღეა. დაიმახსოვრეთ - თუ ცვლილებები გსურთ, ამისთვის მოთმენაა საჭირო! 4. ალბათ გსმენიათ, რომ მთქნარება გადამდებია. თუმცა დაზუსტებისთვის უნდა იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც თქვენ ირგვლივ მყოფები თქვენ გაკვირდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოთქმა დიდი აბსურდია... დასკვნა - ფსიქოლოგიური მომენტი! 5. "გატეხილი გული" ადამიანს არ კლავსო - მეცნიერების მტკიცებით, "გატეხილ გულს"ადამიანის მოკვლა შეუძლია. იმედგაცრუება, ახლობლის დაკარგვა და სხვა ფაქტორები, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიაზე ნეგატიურად მოქმედებს, მომავალში მომაკვდინებელ დაავადებად იქცევა! დაავადება: ტაკოტუბოს კარდიომიოპათია 6. უძილობა თუ გაწუხებთ, მაშინ ჩვენი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ! თუ საკუთარ თავს დაუმტკიცებთ, რომ თქვენ იძინებთ კარგად, თქვენი ტვინიც ამას აღიქვამს ზუსტად და იქნებით ძილის მხრივ სრულყოფილად ჯანმრთელი! დასკვნა - არ თქვათ, რომ ძილი არ გეყოთ! 7. მუსიკა ფსიქოლოგიაზე რომ მოქმედებს, ალბათ ეს უკვე კარგად იცით! რატომ არის თქვენი საყვარელი სიმღერა, თქვენთვის ყველაზე საუკეთესო? იმიტომ, რომ გახსენებთ რაღაც მომენტს... კარგს ან ცუდს... რომლის გახსენებაც ზოგჯერ ძალიან გინდათ და ამის შესაძლებლობა მუსიკის საშუალებით გეძლევათ! რჩევა - განსაკუთრებით დილას მოუსმინეთ ენერგიულ და პოზიტიურ მუსიკას! 8. დაიმახსოვრეთ! ზოგჯერ ყალბი ღიმილიც კი თქვენ გაბედნიერებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოწყენილი ხართ. ეცადეთ, ღიმილი არ მოიშალოთ სახიდან... რჩევა - დილის საათებში დადექით სარკესთან და გაუღიმეთ საკუთარ თავს! 9. ზოგადად ადამიანებში სტრესის ასაკად მიიჩნევენ 18-33 წლებს. ამ ასაკში სტერესი უფრო ძლიერია, ვიდრე მანამდე, ან ამ ასაკის გადალახვის შემდეგ. ამიტომ ეცადეთ, 33 წლამდე სტრესმა არ დაგამარცხოთ! დასკვნა - თუ ამ ასაკში ხართ, გართობას უფრო მეტი დრო დაუთმეთ! 10. გამაოგნებელი ინფორმაცია გჭირდებათ? მაშინ მოგახსენებთ, რომ ადამიანის ტვინში, საშუალოდ დღეში 70 000 ფიქრი ჩნდება! დასკვნა - გამოდის, რომ ადამიანი ძილშიც ფიქრობს! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი <<<თქვენთვის საინტერესო>>>
როგორი იქნება 2019 წელი მერწყულებისთვის? ამ ქვეყანაში სიკვდილსაც ეხუმრებიან - ფანტასტიკური დიზაინის ჩასასვენებლები 8 გიჟური ფაქტი ტაილანდის შესახებ! 50 წლის განმავლობაში ჯაჭვით იყო დაბმული, როდესაც ის გაათავისუფლეს, რაღაც საოცრება მოხდა... სიახლე დაკარგული კონტინენტის, ატლანტიდის შესახებ!!! 730 2-ს მოსწონს
|