პროფილაქტიკა ბრონქო-მუნალი: როგორ დავიცვათ ორგანიზმი გრიპისა და ვირუსებისგან 2019, 31 იანვარი, 13:42 ზამთრის დადგომასთან ერთად იმატებს სასუნთქი გზების სხვადასხვა ინფექციები. რესპირაციული ინფექციების დაახლოებით 81% ვირუსული ეტიოლოგიისაა. ვირუსები იწვევენ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, რინორეა და სხვა. სასუნთქი გზების ინფექციების შესახებ გვესაუბრება თსსუ-ს ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადების ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის პრეზიდენტი, კლინიკა ფემილის მთავარი ექიმი, ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინაში კახა ვაჭარაძე. - ბატონო კახა, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ინფექციებმა? - ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება ვლინდება ვირუსით გამოწვეული ინტოქსიკაციის ზოგადი, არასპეციფიკური ნიშნებით. ძირითადი სიმპტომებია ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, მადის დაქვეითება, გულისრევა და ღებინება. ყველა რესპირაციულ ინფექციას საერთო პრობლემები სდევს თან. უარესდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი, ქვეითდება შრომისუნარიანობა და იზრდება ექიმთან მიმართვიანობა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისა შესაძლოა განვითარდეს რესპირაციული ინფექციების გართულებები და ისეთი დაავადებები, როგორიცაა ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი, ბრონქიტი და პნევმონია. გართულებების უმეტესობა გამოწვეულია ბაქტერიებით ან სხვადასხვა გამომწვევთა ერთობლიობით. - როგორ უნდა დავიცვათ თავი რესპირაციული ინფექციებისგან? - მწვავე რესპირაციული ინფექციებისგან დასაცავად და გართულებების თავიდან ასაცილებლად უპირველესყოვლისა აუცილებელია იმუნიტეტზე ზრუნვა, სათანადო იმუნური პასუხის არსებობის შემთხვევაში ადამიანი იშვიათად ავადობს ან დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. - როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი და დავიცვათ თავი რესპირაციული ინფექციებისგან? - ბოლო პერიოდში მეტ უპირატესობას ანიჭებენ საშუალებებს, რომლებიც აუმჯობესებენ იმუნური სისტემის მდგომარეობას და ზრდიან ორგანიზმის მედეგობას მწვავე რესპირაციული ინფექციების მიმართ. მსგავსი საშუალებების არჩევისას დიდი ყურადღება ექცევა მედიკამენტის მოქმედების მექანიზმს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხს, რომელსაც მწარმოებელი კომპანიაა უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე მინდა გამოვყო შვეიცარული კომპანია „სანდოზი“-ს პრეპარატი ბრონქო-მუნალი. ბრონქო-მუნალი დღესდღეობით ყველაზე კარგად შესწავლილი იმუნოსტიმულატორი გახლავთ, რომელსაც გააჩნია დადასტურებული ეფექტურობა და უსაფრთხოების მაღალი პროფილი, სწორედ ამიტომ ამ მედიკამენტისადმი სანდოობა მთელ მსოფლიოში მაღალია: სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში ბრონქო მუნალით ნამკურნალევი პაციენტების რიცხვი 60 მილიონზე მეტია2, 3. - ბატონო კახა, როდის მივიღოთ ბრონქო-მუნალი და როგორია მკურნალობის კურსი? - გამორჩეული მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე ბრონქო-მუნალის გამოყენება ეფექტურია როგორც დაავადების მწვავე პერიოდში (გამოჯანმრთელების დაჩქარების და გართულებების პრევენციის მიზნით), ასევე რესპირაციული ინფექციების პროფილაქტიკისთვის1. მაღალი სარწმუნოების კვლევებით დადგენილია, რომ ბრონქო მუნალის გამოყენება დაავადების მწვავე პერიოდში აჩქარებს გამოჯანმრთელებას (73.7%-ით) და მნიშველოვნად (67%-ით) ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებას, რაც თავისთავად ხელს უწყობს ანტიბიოტიკების რეზისტენტობის განვითარების რისკის შემცირებას2. პაციენტისთვის მაღალ ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან ერთად მნიშვნელოვანია მარტივი დოზირების რეჟიმი. ბრონქო-მუნალის გამოიყენება ხდება მწვავე პერიოდში - ერთი კაფსულა დღეში ერთხელ უზმოზე ერთი თვის განმავლობაში, ხოლო პროფილაქტიკისათვის - ერთი კაფსულა დღეში ერთხელ თვეში ათი დღე. პროფილაქტიკისათვის თვეში ათდღიანი კურსი აუცილებელია განმეორდეს თანმიმდევრულად 3 თვე1. - ბოლო დროს პოპულარული გახდა ვაქციანაციის თემა, შესაძლებელია თუ არა ბრონქო-მუნალის ვაქცინასთან ერთად მიღება? - დიახ, შესაძლებელია. ბრონქო-მუნალის გამოყენება ასევე ეფექტურია გრიპის ვაქცინაციის პარალელურად. კვლევებით დადგენილია, რომ რესპირაციული ინფექციით ავადობა და ანტიბიოტიკების მოხმარება მნიშვნელოვნად მცირდება პაციენტების იმ ჯგუფში, რომელიც გრიპის ვაქცინაციის პარალელურად იღებდა ბრონქო-მუნალს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც მხოლოდ გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ4. ბატონო კახა დიდი მადლობა საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციისთვის, რას ურჩევდით მკითხველს? შემაწუხებელი დაავადებებისა და მათი სიმპტომებისგან დასაცავად მოუფრთხილდით სასუნთქ სისტემას, იზრუნეთ იმუნიტეტზე, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, იკვებეთ სწორად, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე და შეარჩიეთ უსაფრთხო, ეფექტური, მაღალი ხარისხის იმუნოსტიმულატორი. გახსოვდეთ, რომ ვირუსებთან და სასუნთქი გზების დაავადებებთან გამკლავება შესაძლებელია. 1.PIL of Product; 2. Urs B Schaa and Nicola Principi, The Management of Recurrent Respiratory Tract Infections in Children, European Infectious, Disease, Volume 6 • Issue 2 • Winter 2012 • Extract; 3. Broncho-MUNAL® (OM-85) IN ADULTS Acute Infectious, of upper respiratory tract; 4.Impact of a mixed bacterial lysate (OM-85 BV) on the immunogenicity, safety and tolerability of inactivated influenza vaccine in children with recurrent respiratory tract infection. Esposito S1, Marchisio P2, Prada E2, Daleno C2, Porretti L3, Carsetti R4, Bosco A2, Ierardi V2, Scala A2, Principi N2. Vaccine. 2014 May 7;32(22):2546-52. doi: 10.1016/j.vaccine.2014.03.055. Epub 2014 Mar 26. 171 1-ს მოსწონს |
პირადი გამოცდილებით ვამბობ, ნოემბერშიც შევდივარ ზღვაში საბანაოდ უპრობლემოდ.