საზოგადოებრივი თანამედროვე პოპ-სიმღერები უფრო პირქუში და ავია,ვიდრე ძველები 2019, 31 იანვარი, 7:43 არა და ლოურენსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დასკვნა საკმაოდ აშკარად მოგვეჩვენებათ, რადაგან ანალიზში კომპიუტერული ტექნოლოგია მონაწილეობდა, რომელმაც გაშიფრა მელოდია, არანჟირება და ყველა პოპულარული სიმღერის ტექსტები. რა თქმა უნდა კომპიუტერულ ანალიზში გათვალისწინებული იყო მუსიკალური ჟანრიც, მაგალითად ტრეშ-მეტალ ჯგუფმა საეჭვოა იმღეროს მინდვრის ყვავილებზე ან კიდევ ფილიპ კირკოროვმა სიმღერაში სამართალდამცავები გამოლანძღოს. ანალიზისთვის გამოიყენეს ჟურნალ Billboard-ის ჰიტების ბაზა წლიური, ჯამური Top-100 სიმღერები 1951 წლიდან დღემდე, გაანალიზდა სიმღერების ემოციური შეფერილობა სამი მიმართულებით:კომპოზიციის მონაკვეთის გარჩევა, სიმღერის გარჩევა მთლიანად და ყველაზე რთული, თუ რას გადმოგვცემს და რისი თქმა უნდა ავტორს, მაგალითად სიმღერაში თუ არის ნახსენები სიტყვა "ფაშისტი" ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერა ბოროტებით არის სავსე და "ფაშისტურია", შესაძლებელია ავტორი გმობს ფაშიზმს, კომპიუტერმა აუცილებლად უნდა ამოიცნოს ეს ნიუანსები. მკვლევარებს ამ საქმეში ეხმარებოდა კომპლექსი IBM Tone Analyzer -ი, რომელიც სიმღერას სამი პარამეტრით განიხილავდა:ემოციური, ენობრივი და სოციალური. მაგალითად ავიღოთ ტექსტი Queen -ის სიმღერიდან "We will rock you" " «Buddy you’re a boy make a big noise, playin’ in the street gonna be a big man some day»(მეგობარო შენგან ბევრი ხმაურია, როდესაც ქუჩაში უკრავ, თუმცა დიდი მომავალი გელოდება) Tone Analyzer-მა ასე შეაფასა სიმღერა:ამ სიმღერის გზავნილი სასიამოვნოა(0, 64 ქულა)ექსტრავენტულობა-0, 85, ტექსტი ოდნავ არის დამაფრთხობელი -0, 39 ქულა, აგრესია და სევდა თითქმის ნულის ტოლია-0, 07 ქულა. ჯამურად დადგინდა, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე სიავე და აგრესია სიმღერებში იზრდება(მხოლოდ 1982-84 წლებში შეინიშნება კლება), 90-იანი წლებიდან სიმღერებში აგრესია მკვეთრად გაიზარდა, გაიზარდა აგრეთვე უიმედობა და შიში, თუმცა შედარებით მცირე დოზით. ძნელია ამაში დაადანაშაულო მუსიკოსები, ეს უფრო საზოგადოების ბრალია, სწორედ ისინი ირჩევენ სიმღერებს, რომლებიც შემდგომ ჰიტ-აღლუმების სათავეში ექცევიან. 41 5-ს მოსწონს
|