x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კოსმოსიდან გადაღებული ყველაზე მაღალი ორიარუსიანი ვულკანი

image
რუსეთის კოსმონავტმა, სერგეი რიაზანსკიმ გამოაქვეყნა კრენიცინას ვულკანის ფოტოსურათი, რომელიც მდებარეობს კურილის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე.

კრენიცინას ვულკანი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ორიარუსიან ვულკანად მსოფლიოში, მისი სიმაღლეა - 1325 მეტრი. რიაზანსკიმ აჩვენა, თუ როგორ გამოიყურება ეს ვულკანი კოსმოსიდან.

ეს ვულკანი მდებარეობს კუნძულ ონეკოთანზე, რომელიც ეკუთვნის კურილის კუნძულებს. 2005 წლიდან არავინ ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, რადგან კუნძული მარტივად არ არის ხელმისაწვდომი. ზოგჯერ მას ტურისტები ნახულობენ.

სერგეი რიაზანსკი მუდმივად აზიარებს დედამიწის სხვადასხვა ადგილების ულამაზეს ფოტოსურათებს, რომელიც მან გააკეთა ფრენის დროს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან.

0
115
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0