ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ საქმიანობას სჭირდება 2019, 28 იანვარი, 19:11 ნებისმიერი საქმიანობის განვითარება ადეკვატური რეკლამის გარეშე რომ წარმოუდგენელია, დღეს უკვე აღარავინ კამათობს. თუკი წლების წინ რეკლამა მხოლოდ ლოზუნგებით გამოიხატებოდა, დღეს ეს უკვე საკმაოდ მოძველებულია და არც მომხმარებლების ნდობას იმსახურებს. ვითარება განსაკურებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც მომსახურების სფეროები გაფართოვდა და შესაბამისად, კონკურენციაც გაიზარდა. საჭირო გახდა ინფორმაციის რაც შეიძლება სწრაფად, ამომწურავად, იაფად და ბევრი პლატფორმის საშუალებით მიწოდება. ტრადიციული სარეკლამო რგოლები (რომელიც მომხმარებლებში ხშირად გაღიზიანებასაც კი იწვევს) ახლა უკვე Google-მა ჩაანაცვლა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად მიმართავს. სწორედ ამიტომ მწარმოებლებმა საკუთარი ვებ-გვერდების განვითარებაზე დაიწყეს ზრუნვა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პოპულარიზაციის გაზრდისთვის, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. სწორედ ამის გათვალისწინებით, სარეკლამო ბაზარზე შეიცვალა მიდგომები, რომელთა შორის საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა AdWord.ge. აღნიშნული პლატფორმის საშუალებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად სხვადასხვა რეიტინგულ საიტზე, ამბები.ge, კვირის პალიტრა, bpn.ge, ipn, და ა.შ. განათავსონ საკუთარი საქმიანობის შესახებ უახლესი ინფორმაცია, განსაზღვრონ ბიუჯეტი, აკონტროლონ ბალანსი და თვალი ადევნოთ სტატისტიკას. უფრო კონკრეტულად, Adword.ge-ს ბაზაში არსებული ვებ-პორტალები სხვადასხვა გვერდებზე გამოყოფენ სპეციალურ სივრცეებს, სადაც კომპანიას შეუძლია განათავსოს მისთვის საჭირო და მისაღები ტექსტური და ვიზუალური მასალა. სხვანაირად რომ ვთქვათ, Adword.ge -ის საშუალებით დამკვეთები თავად აკეთებენ რეკლამას, საკუთარი გემოვნებით, სულ რამდენიმე წუთში. რაც მთავარია, კომპანია თუ ფიზიკური პირი, განთავსების ღირებულებას იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პორტალის სტუმარი დააკლიკებს მის მიერ განთავსებულ მასალაზე. იმისათვის, რომ პლატფორმამ შეინარჩუნოს მისი ძირითადი მიზანი - დაეხმაროს სხვადასხვა ტიპის საშუალო თუ მცირე ბიზნესს, ის მაქსიმალურად მარტივად სანავიგაციოა. ამ პროფილიდან შესაძლებელია მასალის დამატება, დროებით გათიშვა ან ჩანაცვლება ხარჯის გარეშე. აქვე ჩანს მიმდინარე ბალანსი, გახარჯული თანხის რაოდენობა და adword.ge-ს მიერ რეკომენდირებული საკომუნიკაციო არხები. ის ფაქტი, რომ განმთავსებელი, მხოლოდ კლიკის შემდეგ იხდის ღირებულებას, საშუალებას აძლევს მას, რომ კომუნიკაცია და მისი შედეგი იყოს ციფრებში ზუსტად გაზომვადი თუ მარტივად ცვლადი. რატომ ედვორდი? თუ ხარ სტარტაპერი, გაქვს მცირე ან საშუალო ბიზნესი, გინდა დამატებითი შემოსავლის მიღება და ამასთანავე, საქმიანობის განვითარება, adword.ge-ის პლატფორმა არის კარგი საშუალება, რომ საზოგადოებას შენი ხმა მიაწვდინო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, adword.ge ბლოკი ჩაშენებულია პალიტრა მედიას საიტებზე, რომელსაც დღეში ათასობით მნახველი ყავს, რომელთა შორის შენი მიზნობრივი აუდიტორია აუცილებლად მოიძებნება. როგორ გავხდე adword.ge-ის სივრცის ნაწილი? რეკლამის დამატებისთვის საჭიროა adword.ge-ზე რეგისტრაცია, ასევე მომხმარებლის პროფილის შევსება, რათა მის შესახებ ინფორმაცია იყოს სრული. ავტორი:
ნინი ქეთელაური13 2-ს მოსწონს
|