x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ვერმახტის ქართული ლეგიონი
ვერმახტის ქართული ლეგიონი


გერმანული რაიხის მხარეს 1941-45 წლებში 30, 300 ქართველი ჯარისკაცი იბრძოდა კომუნისტებზე შურის საძიებლად და 1921 წელს ოკუპირებული საქართველოსთვის თავისუფლების აღსადგენად. ქართველები მსახურობდნენ 13 საველე ბატალიონში. ქართველები ასევე იყვნენ ვერმახტის ჩრდილოეთ კავკასიის ლეგიონში და სხვა კავკასიელთა ეთნიკურ ლეგიონებში. წარმოგიდგენთ ვერმახტში არსებულ ქართულ შენაერთებს (ამ სიაში არ იგულისხმება ლუფტვაფეს, აბვერის და "სს"1-ის ქართული შენაერთები)


795-ე ბატალიონი - შალვა მაღლაკელიძე. იბრძოდნენ 1942 წელს სამაჩაბლოში. 1943 წელს საფრანგეთში.


796-ე ბატალიონი - იბრძოდნენ 1942-43 წლებში ტუაფსეში. ჩრდილოეთ კავკასიაში.



757-ე ბატალიონი "გიორგი სააკაძე" - იბრძოდნენ 1943-44 წლებში საფრანგეთში.


798-ე ბატალიონი "ერეკლე მეორე" - იბრძოდნენ 1943-44 წლებში საფრანგეთში, ხოლო 1945 წელს გერმანიაში.


799-ე ბატალიონი "დავით აღმაშენებელი" - იბრძოდნენ 1943-44 წლებში საფრანგეთში. 1945 წელს კი - გერმანიაში.


822-ე ბატალიონი "თამარ მეფე" - იბრძოდნენ 1943-44-45 წლებში საფრანგეთში და ტექსელზე - ნიდერლანდების სამეფოში.


823-ე ბატალიონი "შოთა რუსთაველი" - იცავდნენ ლა-მანშს კუნძულ გერნსიზე.


824-ე ბატალიონი "ილია ჭავჭავაძე" - იბრძოდნენ 1944 წელს ლვოვში, პოლონეთში.


I/9 ქვეითი ბატალიონი - იბრძოდნენ 1942-43 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე და საფრანგეთში.


II/198 ქვეითი ბატალიონი - იბრძოდნენ 1943 წელს 198-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში კურსკთან, ხარკობის მიდამოებში და დნეპრზე. 1945 წელს კი - ჩრდილოეთ იტალიაში პარტიზანების წინააღმდეგ სს-ის II სატანკო დივიზიის შემადგენლობაში.


II/4 სამთო მსროლელი ბატალიონი - იბრძოდნენ 1942-43 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში და საფრანგეთში.


"ბერგმანის" (გერმ. "მთის კაცი") N1 ქართული სადაზვერვო ბატალიონი - იბრძოდნენ 1942-43 წლებში დივერსიები ჩრდილოეთ კავკასიაში და ანტიპარტიზანულ ბრძოლებში ყირიმის ნახევარკუნძულზე.


ქართული სს ჯგუფი - იბრძოდნენ 1944-45 წლებში ჩრდილოეთ იტალიაში.


დივერსიული რაზმები "თამარა I" და "თამარა II" - ბრძოლის ადგილი უცნობია.


I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი - ბრძოლის ადგილი უცნობია.


II/125 სასწავლო ბატალიონი - ბრძოლის ადგილი უცნობია.


III/9 სასწავლო ბატალიონი - ბრძოლის ადგილი უცნობია.


1 სს-ვაფენგრუპი "საქართველო" - შეიქმნა 1944 წლის 11 დეკემბერს და მას მეთაურობდა "სს"-ის ვაფენ-შტანდერფიურერი მიხაელ ფრიდონ წულუკიძე.


ამ ქვედანაყოფების გარდა ვერმახტის რიგებში მსახურობდნენ სამუშაო, უზრუნველოფის და საპატრულო ფუნქციის შემსრულებელი ცალკეული ქართული ასეულები.


წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომელზეც გამოსახულია ვერმახტის ქართველი ლეგიონერები:


ვერმახტის ქართული ლეგიონი

ვერმახტის ქართული ლეგიონი

ვერმახტის ქართული ლეგიონი

ვერმახტის ქართული ლეგიონი

ვერმახტის ქართული ლეგიონი

ვერმახტის ქართული ლეგიონი

ვერმახტის ქართული ლეგიონი

ვერმახტის ქართული ლეგიონი

ვერმახტის ქართული ლეგიონი

ვერმახტის ქართული ლეგიონი

ვერმახტის ქართული ლეგიონი

შალვა ლოლაძე

შალვა მაღლაკელიძე

შალვა მაღლაკელიძე

შალვა მაღლაკელიძე

შალვა ლოლაძე






ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ზურაბ ხაბაძის მიერ (+100 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას

3. თამარ მეფის ბრძოლების სია

4. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
1380
2-ს მოსწონს
7-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1380
  
2020, 3 თებერვალი, 8:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 თებერვალი, 7:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 იანვარი, 16:08
,,ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!.."

,,არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ..."
2019, 28 იანვარი, 7:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 იანვარი, 7:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 იანვარი, 7:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6