საზოგადოებრივი იცოდით თუ არა, რომ... (ანატომია) ძვლები და კუნთები, სუნთქვა 2019, 27 იანვარი, 23:07 ადამიანის სხეულის შიგნით ჩონჩხია, რომელიც 200 ზე მეტი ძვლისაგან შედგება. არსებობს ხელის, ფეხის და ყურის ძვლებიც კი. ყოველ ძვალზე კუნთია მიმაგრებული, რათა ადამიანმა სხვადასხვა მოძრაობა შეასრულოს.
კუნთები რომ არა, ადამიანი ვერც სირბილს მოახერხებდა, ვერც ხტომას, ვერც ცეკვას. კუნთები და მოძრაობა ძვლებზე მიმაგრებული კუნთები ადამიანს მოძრაობაში ეხმარება. როცა კუნთი იკუმშება, ძვალს ერთი მიმართულებით ამოძრავებს. თუმცა კუნთები სხვადასხვაგვარია. გულიც ხომ ერთი დიდი კუნთია. სახსრები როცა ადამიანი ზის, დადის ან ხტის მუხლებს ხრის, როცა რაიმეს იღებს ხელს ხრის ან წელში იხრება. ეს მოსახრელები , რომელთაც სახსრები ეწოდება, ძვლების შეერთების ადგილზეა განლაგებული. ძვლის შიგნით ძვალს ნაწილობრივ შეადგენს მკვრივი, ქვასავით მაგარი ნივთიერება, სახელად კალციუმი, რომელიც ძვალს საოცარ სიმტკიცეს ანიჭებს, ძვალს შიგნით ცოცხალი უჯრედებიც აქვს. სწორედ მათი მეშვეობით მთელდება გატეხილი ძვალი. სუნთქვა ადამიანი სუნთქავს და ამიტომაც ცოცხლობს. იგი დღეში 20 000ჯერ ჩაისუნთქავს. და ამოისუნთქავს. ეს კი საკმაოდ ბევრიცაა. სასიცოცხლოდ ყველა ადამიანს სჭირდება აირი. რომელსაც ჟანგბადი ჰქვია. გარშემო ჰაერში ყველგან არის ჟანგბადი. ჩასუნ. თქვა და ამოსუნთქვა ჩასუნთქვისას ფილტვები ჰაერით ივსება. ჰაერში არსებული ჟანგბადი სისხლში შედის. მთელ სხეულს მოივლის და ენერგიას გაივლის. ამოსუნთქვის ადამიანი ჰაერს კვლავ გამოდევნის. ჟანგბადი გაქრა, მისი ადგილი დაიკავა აირმა. რომელიც ადამიანს არ სჭირდება. მას ნახშირორჟანგი ეწოდება. ფილტვები ფილტვებს ნეკნებად წოდებული ძვლები იცავს. ფილტვების ქვემოთ კუნთი მდებარეობს, რომელსაც დიაფრაგმა ეწოდება. ჩასუნთქვისას დიაფრაგმა ქვემოთ იწევს, ხოლო ნეკნები ფართოვდება. რათა ფილტვებს გადიდების საშუალება მიეცეს. 634 4-ს მოსწონს
|