x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სოფია როტარუმ რუსეთში არცერთ კონცერტსა და ტელეგადაცემაში მონაწილეობა აღარ მიიღო
image


როგორც დაანონსებული იყო პოპულარულმა მომღერალმა სოფია როტარუმ რუსეთის ფედერაციაში დეკემბერსა და იანვარში დაგეგმილ არცერთ საახალწლო კონცერტსა თუ სატელევიზიო გადაცემაში გამოჩენა არ ისურვა. ამის მიზეზი მომღერლის პროტესტია. როტარუ პროტესტს გამოხატავს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის და საომარი მოქმედებების გაგრძელების გამო. ამჯერად როტარუ მხოლოდ უკრაინის ცენტრალურ საახალწლო კონცერტსა და გადაცემებში მონაწილეობდა.


კრემლთან გამართულ მთავარ საახალწლო კონცერტზე მონაწილეთა სიიდან სოფია როტარუმ მისი ამოღება ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში მოითხოვა. ის ასევე არ მისულა არცერთი ტელეკომპანიის საახალწლო გადაღებებზე.


მომღერლის წარმომადგენელმა ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა ორგანიზატორებს: „რუსების საყვარელი მომღერალი სოფია როტარუ აუქმებს ვიზიტს რუსეთში, ის მონაწილეობას არ მიიღებს "Песни года»-ში და არც საახალწლო კორპორატიულ კონცერტებში. "სოფია მიხეილის ასული ძალზე გულგატეხილია და იმედი აქვს, მალე სიტუაცია გამოსწორდება და შიშის გარეშე, მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიით, შეძლებს რუსეთში ვიზიტს" - აღნიშნულია წერილში.



როტარუს პატრიოტულ მოწოდებას შეუერთდნენ სხვა უკრიანელი არტისტებიც, მათ შორის არიან: ანი ლორაკი, ტაისია პოვალი და სვეტლანა ლობოდა.


ამდენად, როტარუს ახალი სიმღერების პრემიერა სწორედ უკრაინული ტელეარხების ეთერში შედგა. წელს როტარუ მხოლოდ უკრაინული მედიის ეთერში ჩნდებოდა.





ნოემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის შემოღებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიული აქტი უწოდა.

1
888
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
888
  
2019, 27 იანვარი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1