სხვა Top საინტერესო ფაქტები უცნაური საფრანგეთის შესახებ - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს 2019, 27 იანვარი, 17:44 დასავლეთ ევროპის ეს უმშვენიერესი ქვეყანა დიდებულ, ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, უცნაურ ტრადიციებს, მოვლენებსა თუ ფაქტებს აერთიანებს.
საფრანგეთი ის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც მის 7 მეზობელ სახელმწიფოს შორის ამაყად დგას მრავალი წლებია, წარმოადგენს დემოკრატიის განვითარების მწვერვალს და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრია: ფრანკოფონია, დიდი რვიანი, დიდი ოცეული, ნატო, OECD, WTO და ლათინური კავშირი. გარდა ამისა, ის არის ევროპის კავშირის დამფუძნებელი და მოწინავე წევრი
წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს საფრანგეთის შესახებ
1. 2012 წელს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ტურისტი, 83 მილიონი, საფრანგეთს ეწვია.
2. საფრანგეთი აკონტროლებს მსოფლიო ტერიტორიების 8%-ს.
3. თავდაპირველად და რეალურად პარიზი იყო რომანული ქალაქი, რომელსაც ლუტეცია ერქვა.
4. საფრანგეთის მთავრობა ყოველი წარმატებული შვილის აღმზრდელ მშობელს ღირსების მედლით აჯილდოვებს.
5. საშუალოდ ყოველი მე-5 ფრანგი ძლიერ დეპრესიულია.
6. ლუი XIX გახლდათ საფრანგეთის მეფე მხოლოდ 20 წუთით.
7. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, როდესაც ჰიტლერი პარიზს ეწვია, საფრანგეთის მთავრობამ ეიფელის კოშკის ლიფტის კაბელი გადაჭრა, ასე რომ ჰიტლერი ფეხით უნდა ასულიყო, თუ ეიფელის დათვალიერების სურვილი ექნებოდა.
8. საფრანგეთში არის ყავის კაფე, სადაც ''Hello''-ს და ''Please''-ს არ ამბობენ. იმ შემთხვევაში თუ კი ამ სიტყვებით რომელიმე ტურისტი მიმართავს კაფის მეპატრონეს ყავის შესაკვეთად, მაშინ მას სამმაგი ღირებულების გადახდა მოუწევს. ასე რომ, უმჯობესია თქვათ ''Bonjour'' .
9. საფრანგეთისს ერთ-ერთ ქალაქს ჰქვია ''Condom/პრეზერვატივი''
10. საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც სამანქანო ნომრების წარმოება და გამოყენება დაიწყო.
11. 1748-დან 1772 წლამდე საფრანგეთში კარტოფილი აკრძალული იყო.
12. საფრანგეთში მკაცრად აკრძალულია ღორისთვის ''ნაპოლეონის'' დარქმევა.
13. 1814-1830 წლებში საფრანგეთის სამეფოს დროშა თეთრი ფერის იყო.
14. 214 წლიდან 2012-წლამდე საფრანგეთში აკრძალული იყო ქალებისთვის შარვლის ტარება.
15. საფრანგეთში აკრძალულია საბავშო თოჯინების შეძენა ბავშვებისთვის. წინააღმეგ შემთხვევაში მყიდველი(ბავშვის მშობელი) 2 წლიანი პატიმრობითა და 30 000 ევროთი ჯარიმდება.
16. ფრანგულად აფრიკაში უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ვიდრე საფრანგეთში.
17. საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქს ჰქვია "La-mort-aux-Juifs, ", რაც ''ებრაელის სიკვდილს'' ნიშნავს.
18. ევროპაში ყველაზე მცირე რაოდენობის ტაქსები საფრანგეთშია, ამის მიზეზი კი ის სატაქსო ლიცენზიაა( რომელიც ტაქსის მძღოლს სჭირდება), რომელიც 200 000 ევრო ღირს.
19. საფრანგეთში ადამიანს საშუალოდ 8, 83 საათი სძინავს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია განვითარებულ სამყაროში.
20. საფრანგეთის ეროვნული სიმბოლო-ფრინველი არის მამალი.
21. ლუვრი აშენდა 1190 წელს ვიკინგების თავდასხმისგან თავდასაცავად.
22. ლუი XIV-ს ჰქონდა მოსასხამი, რომელზეც 123 ბრილიანტის შესაკრავი ღილი იყო დატანილი.
23. ესპანელი და ბრაზილიელი ქალები სახლის საქმეებს კვირაში მხოლოდ 1 საათს უთმობენ, ხოლო ფრანგები ამისთვის საერთოდ არ კარგავენ დროს.
24. საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში ''მაკდონალდსში'' ლუდის ყიდვა-გაყიდვა ნებადართულია.
25. 2015 წლიდან საფრანგეთში აიკრძალა რესტორანში ერთხელ შეკვეთილი კერძის გაცხელების ან გადამუშავების გზით მისი ხელახალი გამოყენება.
26. ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში ყველა მაცხოვრებელი ავტომატურად არის ორგანოთა დონორი.
27. 1795 წელს ნაპოლეონმა დააწესა 12 000 ფრანკი ფულადი პრიზი, იმ ადამიანისთვის, რომელიც გამოიგონებდა საკვების დიდხანს შენახვის გზას. პარიზელმა კონდიტერმა 15 წლიანი ექსპერიმენტების შემდეგ პრიზი მოიგო.
28. საფრანგეთი 2016 წელს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სოფლებში მზის მიმღები ბატარეიების გზები დააგო. მანქანა საწვავის გარეშე მზის ბატარეიებისგან უშუალო დამუხტვით გადაადგილდება.
29. 39 წლის ემანუელ მაკრონი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი და ქვეყნის წინამძღოლი საფრანგეთის ისტორიაში თუ ნაპოლეონ III-ს არ ჩავთვლით.
30. საფრანგეთის ექვს სოფელს ჰქვია ''სულელი'', თორმეტს - '' თხა '' და ექვსს - ''უკანალი''
Übersetzer/traducteur - @N.G.
|