x
image
თამილა გურაშვილი
შევაჩეროთ აღვირახსნილი ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება და პასუხი მოვთხოვოთ ხელისუფლებას,.შემოგვიერთდით!
image
ბოლოდროინდელ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოიკვეთა რიგ ლიდერთა აქტივობა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, გთავაზობთ, ერთერთი პოლიტიკოსის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინტერვიუს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.

ბატონო დიმიტრი, როგორც ერთ-ერთ ლიდერს გეკითხებით, რას გააპროტესტებენ მოქალაქეები 28 იანვარს 12 საათზე პარლამენტთან.. ----წლებია, საქართველოს მკვიდრი მოსახლეობა აკვირდება, თუ როგორ თვალსა და ხელს შუა იცვლება ქვეყანაში დემოგრაფიული სურათი. მიგრაციის მაძიებელი აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან ხელისუფლების ხელშეწყობით, ჩარტერული რეისებით შარჟა-თბილისი, თეირანი -თბილისი, ბაღდადი-თბილისი უწყვეტ ნაკადად მოედინებიან ქართული მიწა-წყლის მაძიებელი ახალმოსახლეები, ბინადრობისა თუ მოქალაქეობის მოპოვების სურვილით შეპყრობილნი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს უკან შემოუსვლელად ყოველ წლიურად 80დან 100 ათასამდე მკვიდრი მოსახლე ტოვებს უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო.

დიდი გადმოსახლების ბარბაროსას გეგმას თაცვის შემკვეთიც ჰყავს და შემსრულებელიც და ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების შემადგენელი პროცესი, რომელსაც მცირე ერები და მათი სახელმწიფოები შეეწირებიან რასობრივი აღრევის გზით. აქამდე ეს პროცესი მიმდინარეობდა ღია დირექტივების გარეშე. ახლა კი ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ 2018 წლის 10 დეკემბერს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მაროკოს დედაქალაქ მარაკეშში საქართველო მიუერთდა გაეროს მიგრანტთა გლობალური დოკუმენტის - პაქტის ანუ საერთაშორისო შეთანხმების პოლიტიკური ხასიათის აქტს, რომლითაც დააფიქსირა მზაობა მსოფლიოში 68 მლნ მიგრანტის გადაადგილების პროცესში შესთავაზოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორია და ამასთან უზრუნველყოს, გარკვეული კვოტების ფარგლებში მათი დაბინავება დასაქმება და სოციალური დაცვის პაკეტი(!)


2.როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენელთა ნებისმიერი ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაციებში შუქდება ხოლმე საკმაოდ ფართედ.ამჯერად რატომ მოხდა ასე გაუხმაურებლად ''გაეროში'' ვიზიტი?


---საოცარი და გასაკვირი ყველაფერ ზემოთქმულთან ერთად ის არის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არც ერთ ელექტრონულ მედია საშუალებას, რადიოსა თუ ტელევიზიას აღნიშნულზე ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია და ასეც დარჩებოდა სოციალური ქსელებით რომ არ აგვეტეხა განგაში, მთავრობის მოღალატური აქტის გამო. რასაც მალავენ და ჩქმალავენ, იციან რა, რომ ხალხი ამას აღარ აპატიებს.

რა საფრთხეებს შეიცავს ეს პაქტი ჩვენი ქვეყნისთვის?

---საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ორგანიზებული შეთქმულების უკან დგას საგანგებოდ ამ პროცესისთვის შექმნილი მიგრაციის საკითხთა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშაა და მასში 8 სამინისტროა გაერთიანებული. მიგრაციის გაეროს გლობალური დოკუმენტი თავისი არსით არის პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტი და მასზე მიერთება ეროვნულ დონეზე პირდაპირ გამოხატავს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, აღასრულოს მისი დებულებანი, ანუ მონაწილეობა მიიღოს აზიელი და აფრიკელი მიგრანტების მიღების პროცესში.როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, ფაქტობრივად, უნდა მოხდეს მიგრანტთა სრული და სწრაფი ინტეგრაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან . რაც სრულად შეცვლის, არა მხოლოდ დემოგრაფიულ სურათს.

გაეროს მიგრაციის გლობალური პაქტის მოქმედება საქართველოსთვის დიდი საფრთხეების შემცველია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ 90 იანი წლებიდან ყველა საერთაშორისო ხასიათის დირექტიული დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა და ის როგორ წესი, სავალდებულო ხდებოდა შესრულებისთვის. ამავე რეკომენდაციებს ეფუძნებოდა, მაგალითად, ევროპული კომისიის- რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში საქართველოს მთავრობისადმი, რაც სინამდვილეში საშინაო დავალებას წარმოადგენდა ხელისუფლებისთვის და რაც განაპირობებდა კიდეც მათ ხელისუფლებაში ყოფნას

4. რომელმა ევროპულმა ქვეყნებმა არ მოაწერეს ხელი პაქტს?

....უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავეს ისეთმა განვითარებულმა სახელმწიფოებმა როგორებიცაა აშშ ავსტრია უნგრეთი ჩეხეთი ლატვია და ა. შ.

5.და ბოლოს, რას გვეტყვით, რა არის გამოსავალი.

სახეზეა საქართველოს ღალატი, რომელშიც ორგანიზებულად მონაწილეობს მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლებასთან ერთად. დღეს ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ არ მივატოვოთ საქართველო განსაცდელში და ყველა ღონე ვიხმაროთ ეროვნული სახელმწიფოს შესანარჩუნებლად. ამიტომ 28 იანვარს, 12 საათზე პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან იკრიბება საზოგადოება, რომ შეაჩეროს აღვირახსნილი ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება და პასუხი მოითხოვოს ხელისუფლებისგან.შემოგვიერთდით!



1
173
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
173
  
2019, 27 იანვარი, 20:50
ცლიან ქვეყანას მკვიდრი მოსახლეობისაგან, თანდათან კლავენ, რყვნიან, სულს აცლიან და ჩვენ ხმას ა რ ვიღებთ!!! არა, ქართველებო, გამოცოცხლდით, თორემ მრე გვიან იქნება!
0 1 1