x
image
თამილა გურაშვილი
მსოფლიოს ყველაზე ლამაზმა გოგონამ აჩვენა, თუ როგორ შეიცვალა 10 წლის განმავლობაში
image

ახალგაზრდა ფრანგმა მოდელმა, ტილანი ბლონდომ, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვად დაასახელდა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საოცარი ფოტოები ჩელენჯის ჩარჩოებში, წარწერით "10 წლის შემდეგ."

17 წლის ფრანგმა მოდელმა ტილან ბლონდომ, რომელმაც ორჯერ მოიგო ჯილდო სილამაზის სფეროში, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო გამოწვევაში "10 წლის შემდეგ", სადაც ადამიანები ათი წლის განმავლობაში გადაღებულ სურათებს აქვეყნებენ, რათა, დემონსტრაცია გაუკეთონ თავიანთი ასაკის ცვლილებას.

image



ტილანმა მონაწილეობა მიიღო ამ გიჟური გამოწვევის ნაწილში, მაგრამ ცოტა დაიბნა, რადგან, ბავშვობის ფოტო გადაღებული იყო არა 2009 წელს, არამედ, 2007 წელს, როდესაც გოგონა მხოლოდ 6 წლის იყო.

image

გოგონამ გაიზიარა ფოტოსურათი, რომელიც გადაღებულია საფრანგეთის Vogue-ის ფოტოსესიაზე და ამ სურათის გვერდით განთავსებულია სურათი, სადაც მისი 17 წლის სილამაზეა ასახული.

image


თუმცა, ბევრმა გულშემატკივარმა ვერ შენიშნა მისი შეცდომა და უამრავი კომენტარი დაუწერეს გოგონას.


image


როცა მას უწოდეს ყველაზე ლამაზი ბავშვი მსოფლიოში, ის იყო მხოლოდ 6 წლის. 2018 წლის დეკემბერში ბლონდო კვლავ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად. ტილანმა მოულოდნელად დაიპყრო მსოფლიოს მაღალი მოდა ძალიან ახალგაზრდა ასაკში და განაცვიფრა მოდის კრიტიკოსები თავისი ბუნებრივი სილამაზით. გოგონა ექვსი წლის ასაკში ფრანგული Vogue-ს გარეკანზე იყო აღბეჭდილი.


image


ამ მოვლენის შემდეგ, პატარა ტილანი არ შეჩერებულა და დაიწყო თანდათანობით მაღალი მოდის მწვერვალების დაპყრობა.


image

ამჟამად, ტილანი მონაწილეობს ცნობილი დიზაინერების კოლექციებში, როგორც მოდელი, დებს კონტრაქტებს კოსმეტიკურ კომპანიებთან და მრავალი ბრენდის სახეა.


image


"მე ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე გავხდებოდი ნომერ პირველი! მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის." - დაწერა გოგონამ სოციალურ ქსელში და ამით მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.




0
153
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0