x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
12 რამ, რაც პირველ შთაბეჭდილებას წამებში ანადგურებს - ეს უნდა გაითვალისწინოთ!
კვლევების თანახმად, პირველი შთაბეჭდილება ყალიბდევა პირველ 7 წამში. თუ თქვენ სამუშაო ინტერვიუ გაქვთ, მენეჯერმა შეიძლება პირველ 30 წამში მიიღოს თქვენი დაქირავების გადაწყვეტილება. აიცილეთ თავიდან ცუდი შთაბეჭდილების მოხდენა, ეს რჩევები დაგეხმარებათ:



1. ხელების არასწორი პოზიცია

image

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ხელებს, როდესაც ზიხართ. სჯობს, ჯიბეში არ ჩაიყოთ და თუ მათ მაგიდაზე მოათავსებთ, ერთმანეთზე ძალიან არ გადააჭდოთ.


2. სუსტი ხელის ჩამორთმევა

image

ხშირად ხელის ჩამორთმევისას შემდეგ სეცდომებს უშვებენ: ძალიან ან საერთოდ არ უჭერენ ხელს და დიდხანს აჩერებენ, ვისაც ხელს ართმევთ, აუცილებელია, რომ ზომიერად მჭიდროთ მოსჭიდოთ პარტნიორს და ძალიან დიდხანს არ გააგრძელოთ ეს პროცესი.


3. კევის ღეჭვა


imageკევის ღეჭვა სამუშო გასაუბრებაზე ძალიან დიდი შეცდომაა და ისედაც, როდესაც ადამიანს პირველად ხვდებით, კევი მას აფიქრებინებს, რომ თინეიჯერი და დაბარი ფენის წარმომადგენელი ხართ.


4. თვალებით კონტაქტისგან თავის არიდება

imageთვალებით კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, იგი გამოხატავს ნდობას და თქვენ გვერდით მყოფს აფიქრებინებს, რომ თქვენც სანდო ადამიანი ხართ. ამიტომ როდესაც ვინმეს ესაუბრებით, აუცილებლად გაუსწორეთ თვალი.



5. თმებით თამაში

image

ეს თქვენს დაძაბულობასა და ნერვიულობაზე მეტყველებს, ამიტომ სჯობს თმას თუ საერთოდ არ გაეკარებით.

6. არასწორი სასაუბრო თემა

image

კარგად დაფიქრდით ყოველთვის, ვის და რას ეუბნებით, არასწორად შერჩეული სალაპარაკო თემა ადამიანებს გარკვეულ შთაბეჭდილებას უქმნის, ამიტომ ყოველთვის სწორად უნდა შეარჩიოთ ის საკითხი, რაზეც საუბრობთ.


7. პერსონალური სივრცის დარღვევა

image

პერსონალური სივრცე არის პირადი სივრცე, რომელიც სამუშაო ხასიათის შემთხვევებში მითუმეტეს არ უნდა დაირღვას. ამიტომ ფრთხილად იყავით და გახსოვდეთ, პირადი სივრცე აუცილებელია დაბალანსებულ ურთიერთობებში.



8. შემაწუხებელი ხმის გამოცემა

image

ესეც თქვენს ნერვიულობაზე მეტყველებს, იჯექით მშვიდად და ნუ აფიქრებინებთ დანარჩენებს, რომ თვითშეფასება გაკლიათ.


9. გამუდმებით ტელეფონის ან საათის შემოწმება

image

ეს შეცდომა ძალიან ხშირია, როდესაც ასე იქცევით იმსა ნიშნავს, რომ თქვენ არ გაღელვებთ იმ მომენტში არსებული სიტუაცია და უყურადღებო ხართ. თუ გინდათ ააწყოთ პირადი და საქმიანი ურთიერთობები, უნდა ისწავლოთ ტელეფონის გვერდით გადადება.

10. სახელის დავიწყება



image

მოინიშნეთ, თუ ვერ იმახსოვრებთ, რადგან განსაკუთრებით სამუშაოს დროს ეს ძალიან უხერხულ სიტუაციას ქმნის.

11. დაგვიანება

image

დაგვიანება უკვე შთაბეჭდილებაა, ამიტომ ეცადეთ, დროზე მიხვიდეთ.

12. არასწორად შერჩეული სამოსი

image

სამოსს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ, როგორ გამოიყურებით გარეგნულად, რა გაცვიათ და რამდენად მოწესრიგებული ხართ, განსაკუთრებით, როცა გასაუბრებაზე მიდიხართ.


1
7268
7-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
7268
  
2019, 27 იანვარი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1