x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512637
გირჩევთ, ეს 5 ნივთი საფულეში არ შეინახოთ
image

თანამედროვე საფულეები მინი-ჩანთებივითაა, რადგან საშუალებას გვაძლევს, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნივთი თან ვატაროთ. თუმცა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ თუ საფულეს დავკარგავთ, მასთან ერთად ყველაფერს ვკარგავთ. თუ მას ქურდები ჩაიგდებენ ხელში, ამ ადამიანებს მთელი ჩვენი ცხოვრების შესახებ ექნებათ ინფორმაცია.


ყველამ ვიცით, რომ პატარა ფურცელზე დაწერილი პაროლების, პინ-კოდებისა და გასაღებების შენახვა საფულეში რეკომენდებული არ არის. სტატიაში გაგაცნობთ კიდევ 5 ნივთს, რომელთა საფულეში შენახვასაც ექსპერტები არ გირჩევენ.








5. სოციალური უზრუნველყოფის ბარათი (აძლევს უფლებას უმუშვერობის შემწეობაზე)

თუ თაღლითები თქვენი სოციალური უზრუნველყოფის ბარათის ნომერს გაიგებენ, მარტივად შეუძლიათ, კრედიტი აიღონ, სამსახური დაიწყონ და შემოსავალიც მიიღონ თქვენი სახელით. აჯობებს, ეს ბარათი სახლში დატოვოთ და დარწმუნდეთ, რომ მისი ნომერი სხვა დოკუმენტებზე არ ჩანს.


image








4. ბანკებისა და მაღაზიების ქვითრები და ჩეკები

თუ ბანკებისა და მაღაზიების ქვითრები და ჩეკები თაღლითების ხელში მოხვდება, ეს სახიფათოა. ამ პატარა ფურცლების დახმარებით მათ შეუძლიათ, მოიპოვონ ინფორმაცია თქვენს ტრანსაქციებზე (სავაჭრო ოპერაციები) და საბანკო ანგარიშებზე.


ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხი, რასაც თაღლითები იყენებენ, ასეთია: ისინი მაღაზიის თაროდან იღებენ კონკრეტულ ნივთს და სხვისი ჩეკის გამოყენებით ფულის დაბრუნებას სთხოვენ მოლარეს.


ქვითრის მოსაპოვებლად თაღლითებს თქვენი საფულის მოპარვაც კი არ სჭირდებათ. ზოგჯერ უცხო ადამიანმა შეიძლება თქვენი ჩეკის მიცემა გთხოვოთ და გითხრათ, რომ ეს, მაგალითად, ბონუსების დასაგროვებლად სჭირდება. თუმცა, დაიმახსოვრეთ, თქვენი ქვითრები და ჩეკები დოკუმენტს წარმოადგენს და არავის არ უნდა მისცეთ.

image








3. ყველა საკრედიტო და სადებეტო ბარათი

ყველა ბარათის ერთ ადგილას შენახვა კარგი აზრი არაა (განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ბარათები უკონტაქტოა). არსებობს იმის დიდი შანსი, რომ თუ საფულეს დაკარგავთ, თაღლითებმა მანამდე გამოიყენონ თქვენი ბარათები, სანამ მათ დაბლოკვას მოახერხებთ. აჯობებს, როცა სახლიდან გახვალთ, ის ბარათი წაიღოთ თან, რომლის გამოყენებასაც იმ დღეს აპირებთ.


მომავალში პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, საკრედიტო ბარათის ორივე მხარეს ფოტო გადაუღოთ და შეინახოთ. თუ რომელიმე ბარათს დაკარგავთ და ნომერს ვერ გაიხსენებთ, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ.


იმისთვის, რომ თქვენი ბარათი ვერავინ გამოიყენოს ონლაინ-შოპინგებისთვის, შეგიძლიათ, მასზე CVV ნომერი წაშალოთ. დაწერეთ ის ფურცელზე და შეინახეთ უსაფრთხო ადგილას ან, უბრალოდ, დაიმახსოვრეთ.

image








2. USB ფლეშ მეხსიერების ბარათი

ფლეშ მეხსიერების ბარათის დაკარგვა, რომელზეც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩატვირთული, მარტო არასასიამოვნო სიტუაცია კი არა, სახიფათოც შეიძლება იყოს, თუ მას თაღლითები იპოვიან.


დატოვეთ ფლეშ მეხსიერების ბარათი სახლში და მხოლოდ მაშინ ატარეთ თან, როცა გჭირდებათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მნიშვნელოვანი დოკუმენტების დასაცავად მათზე პაროლი დააყენოთ.

image








1. კონტრაცეპტივები

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს ბევრი ადამიანი ატარებს საფულით ან ჯიბით. რა თქმა უნდა, კონტრაცეპტივების დაკარგვის გამო დიდად არ ინერვიულებთ, მაგრამ მათი საფულით ტარება საკმაოდ სარისკოა.


საქმე იმაშია, რომ მზიან ამინდში, როცა კონდომი ცხელდება, ლატექსი სუსტდება და იზრდება მისი გახევის რისკი. ხოლო თუ კონდომს ბასრ საგანთან, მაგალითად გასაღებთან ერთად მოათავსეთ, შეიძლება მასზე პატარა ნასვრეტები გაჩნდეს, რომელსაც თვალით ვერ შეამჩნევთ.

image









ბონუსი: რა შეგიძლიათ ატაროთ საფულით

როგორც აღმოჩნდა, საფულეში ბავშვის სურათის მოთავსება ძველმოდური ჩვევა სულაც არ ყოფილა.


2009 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის განმავლობაშიც ფსიქოლოგებმა ასობით საფულე მიმოაბნიეს ედინბურგის ქუჩებში. ყველას გასაოცრად, მათი ნახევარი უკან დააბრუნეს. დაბრუნებული საფულეების 88%-ში ბავშვის, 53%-ში ძაღლის, 43%-ში კი ოჯახის ფოტოები იყო მოთავსებული.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ უნდა დაიცვათ სახლი ქურდებისგან, როცა მიემგზავრებით

image


2. როგორ ცდილობენ რესტორნები ჩვენს მოტყუებას - 13 ეშმაკური ხერხი, რომელიც უნდა იცოდეთ

image


3. ეს 10 რამ ახლავე უნდა წაშალოთ Facebook-დან!

image

2
2089
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2089
  
2019, 31 იანვარი, 17:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 27 იანვარი, 22:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2