x
image
სალო123
როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენმა ავტომობილმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება

image
თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით 1 ივლისიდან სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილების, ხოლო 1 იანვრიდან უკვე კერძო ავტომანქანების ტექდათვალიერება იწყება. მსუბუქი ავტომობილებისთვის ინსპექტირების საფასური 60 ლარია, ყველა დანარჩენისთვის ღირებულება 100 ლარია. იმ შემთხვევაშ კი თუ ჩვენმა ავტომობილმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება და ის დაიწუნეს, მიეცამა დრო, რომ გამოასწოროს პრობლემები, . ერთი თვის განმავლობაში განმეორებით მისვლის დროს აღარ იხდის საფასურს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ მაშინაც ვერ მოხდა უწესრიგობის გამოსწორება, შემდგომ მესამე მოსვლის ჟამს ისევ გადაიხდის საფასურს ხელახლა.საპატრულო პოლიცია უკვე ახდენს იმ კატეგორიის ავტომობილების გადამოწმებას და დაჯარიმებას, რომლებზეც ვრცელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება.თუ პირები ჯარიმას გადაიხდიან, მათ ტექდათვალიერების გავლა მაინც მოუწევთ, ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში კი მათ მაქსიმუმ 500-ლარიანი საურავი დაეკისრებათ. თუ პირები საურავსაც არ გადაიხდიან, აღნიშნულ ავტომობილს მოძრაობის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერდება.4 წლამდე ავტომობილები სავალდებულო ტექდათვალიერებას არ ექვემდებარება.




0
80
შეფასება არ არის
ავტორი:სალო123
სალო123
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0