x
image
alex999
"მახვილის ამღები მახვილითვე იღუპება“ - აი, რატომ არ უნდა ვეხუმროთ განგებას?

ეს ისტორია 1994 წლის გაზაფხულზე მოხდა. ახალგაზრდა ამერიკელმა, რონალდ ოპუსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ის წერდა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მას ფინანსურმა პრობლემებმა და ამ პრობლემების მშობლების მხრიდან იგნორირებამ უბიძგა. წერილის დაწერის შემდეგ, მისტერ ოპუსი მეათე სართულის ფანჯრიდან გადახტა.


image


შესაძლოა მას ეს ნაბიჯი არ გადაედგა, რომ სცოდნოდა, რომ იმ დღეს სახლში მომუშავე ფანჯრების მწმენდავმა მეშვიდე სართულის დონეზე გააბა დამზღვევი ბადე. ამგვარად, ორი სართულის “ჩაფრენის“ შემდეგ ოპუსი დაენარცხებოდა აღნიშნულ ბადეს, მაგრამ ვითარება შეცვალა მოულოდნელმა მოვლენამ.


როდესაც რონალდი მერვე სართულის გასწვრივ „მიფრინავდა“, ფანჯრიდან გასროლილი ტყვიის თავში მოხვედრით გარდაიცვალა. გამომძიებლებმა მსროლელისთვის „შემთხვევითი მკვლელობის“ მუხლით ბრალის წარდგენა ჩათვალეს საჭიროდ, რადგან რომ არა ის, ოპუსი ცოცხალი იქნებოდა.


image


საქმის შემდგომი შესწავლით ახალი ფაქტები გახდა ცნობილი. თურმე მოხუცი, რომელიც მერვე სართულზე ცხოვრობდა, ესროდა თავისი ცოლს, ვერ მოახვედრა და ტყვია ფანჯარაში გავარდა. ე.ი. პოლიციას ზემოთ ხსენებული ბრალდების მუხლისთვის უნდა დაემატებინა „სიცოცხლეზე თავდასხმის მცდელობა“.


აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ჩხუბისა და კამათის დროს მუდმივად ემუქრებოდა ცოლს მოკვლით, ხსნიდა ბუხრის თავზე ჩამოკიდებულ იარაღს და ჩახმახზე ხელის გამოკვრით აშინებდა მას, მაგრამ იარაღი არასდროს იყო დატენილი. ეს პროცესი უკვე ოჯახური რიტუალის ნაწილად იყო ქცეული. ორივე მეუღლის მტკიცებით, იარაღი მუდამ ეკიდა კედელზე და ის არასდროს ყოფილა დატენილი.


image


ამგავარად, ამერიკული შეერთებული შტატების კანონების თანახმად, დამნაშავე გამოდის ის, ვინც მალულად დატენა იარაღი. მაგრამ ვინ იყო ეს? ვისაც თავისუფლად შეეძლო ოთახში შესვლა და იარაღის დატენა? ესეთი იყო მხოლოდ მათი ვაჟი. პოლიციის დეტექტივი დაუკავშირდა მოხუცი ცოლ-ქმრის ვაჟის მეგობარს და ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი გაიგო.


იცოდა რა, რომ მამა ხშირად ემუქრებოდა დედას მოკვლით, მან მალულად დატენა იარაღი, იმ იმედით, რომ პირველივე ოჯახური სკანდალის დროს მოკლავდა ცოლს, თვითონ კი მოხვდებოდა ციხეში. მაგრამ ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე ცოლ-ქმარი გასაოცარ ჰარმონიაში ატარებდა დროს, რამაც ძალიან გააწბილა ვაჟი.


image


„-სად არის ის ნაძირალა? სად?“ – გაცეცხლდა მოხუცი. შვილი ცხოვრობს ერთი სართულით მაღლა.


დიახ, შვილი აღმოჩნდა თავად … რონალდ ოპუსი! მან დატენა იარაღი და როდესაც გეგმა ჩაეშალა, სასოწარკვეთილმა, თვითმკვლელობა გადაწვიტა.



image


მართალია, მთელი ეს ისტორია გამოგონილს ჰგავს, მაგრამ ეს დოკუმენტალურად დამტკიცებული ფაქტია, რომელიც ნამდვილად მოხდა. ამიტომ არ უნდა ვეხუმროთ განგებას, რადგან „მახვილის ამღები მახვილითვე იღუპება“...













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




<<<იხილეთ ასევე>>>


1. 15 ბრძნული ებრაული გამონათქვამი, რომელიც სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ!

image


2. დრაკონის სამკუთხედი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image


3. დღემდე ამოუხსნელი 4 იდუმალებით აღსავსე მოვლენა დედამიწაზე

image


4. 10 ყველაზე დრამატული და სისხლიანი ავიაკატასტროფა, რომელიც მეხსიერებიდან არ იშლება!

image


5. ერიჰ ჰონეკერის უკანასკნელი წერილი გერმანელ ხალხს!

image






0
312
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0