x
image
თამილა გურაშვილი
წმინდა თეოდორას ტაძრის სასწაული და იდუმალი ისტორია

image

წმინდა თეოდორას ტაძარი საბერძნეთში, ნახევარკუნძულ პელოპონესზე, რომლის სახურავზეც ამოსულია 30 მეტრამდე სიმაღლის 17 ხე.
ტაძრში შიგნით რომ შეხვალ, ნახავთ რომ ხეებს ფესვები არ აქვს. ერთი შეხედვით გეგონებათ, რომ სადაც არის ხეების სიმძიმისგან ჭერი ჩამოიქცევა, მაგრამ უკვე 10 საუკუნეა ყველანაირი ფიზიკური კანონების საპირისპიროდ ტაძარი არსებობს.

image


ეკლესია გინესის წიგნშია შესული, ამოუხსნელი ფენომენის გამო.
საბერძნეთში, ბიზანტიის ბატონობის დროს, ოჯახიდან ჯარში თუ კი ვინმე არ წავიდოდა, დიდძალი თანხის გადახდა ევალებოდა, მიუხედავად ბიჭი ჰყავდათ თუ არა. ერთერთ ოჯახს ქალიშვილები ჰყავდა, თანაც არც ჯარიმის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ. 17 წლის უფროსმა გოგომ, თეოდორამ გადაწყვიტა ეხსნა მშობლები. გამოეწყო ბიჭის ფორმაში და ჯარში წავიდა.

ერთ სოფლის გოგონას, ჯარისკაცი შეუყვარდა, რომლისგანაც გულგრილობა მიიღოო. შურისძიების გამო, სხვისგან ორსულად დარჩენილმა, ბავშვის მამად თეოდორა აღიარა, ჯარისკაცს არ შეეძლო თავი მართლება, რა ეთქვა?! ამიტომ დუმილი ამჯობინა, რისთვისაც სოფელმა ჩაქოლა. სიკვდილის წინ, ღმერთს შესთხოვა: “მიუტევე ჩემს მტრებს, ჩემი სხეული ტაძრად აქციე, თმები ხეებად, სისხლი, კი მდინარედ."



image

დაუჯერებელად ჟღერს, მაგრამ აი ხედავთ, საუკუნეებს გაუძლო ამ პატარა ეკლესიამ. სოფელი ვასტა და მდინარე ხარადო, სადაც წმიდა თეოდორას ნაწილებია დაკრძალული - ესაა, ამ პატარა ეკლესიის ლეგენდა.იმასაც ამბობენ, რომ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა. სწორედ ამ მდინარის წყალობით ხარობს 17 უზარმაზარი ხე. საოცრებაა პატარა ეკლესიის თხელმა კედლებმა, რომლის სისქე 70 სმ-ია, საუკუნეებს გაუძლო. საკვირველება მხოლოდ ეს არაა, ხეებს ფესვები არსად არ უჩანს, როგორც თმებს.





0
436
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0