სხვა
ჯვარცმული ორსული ქალები. სომხების გენოციდი
2019, 22 იანვარი, 15:25
სომხების გენოციდი —ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც მოყვა სომეხთა აჯანყებებს.
სომეხი მოსახლეობის გენოციდის დღედ მიჩნეულია 1915 წლის 24 აპრილი, როცა მლადოთურქმა მმართველებმა, რომელთა შორის მთავარ როლს ასრულებდა:ტალაატ ფაშა, ენვერ-ფაშა და ჯემალ-ფაშა -ბრძანეს შეეკრიბათ მთელი სომხური ინტელიგინეცია სტამბულში და დეპორტაცია გაეკეთებინათ. ბევრი იმავე დღეს მოკლეს.
სომხური მოსახლეობის განადგურება გრძელდებოდა 1918წლის სექტემბრამდე. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიღუპა 1, 5მილიონზე მეტი სომეხი. დანარჩენები გაიქცნენ ან განსახლებულ იქნენ თურქების მიერ მესოპოტამიაში, ლიბანში და სირიაში უდაბნოს გავლით, სადაც უმეტესობა მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა.1მილიონზე მეტი ლტოლვილი სომეხი გაიფანტა მთელს მსოფლიოში
გენოციდმა შედეგად ის მოიტანა, რომ სხვადასხვა სომხური ორგანიზაციები, მიუხედავად არაერთაზროვნებისა, გაერთიანდნენ ერთი მიზნით - გენოციდის ყველა ორგანიზატორი უნდა დასჯილიყო.
შაან ნატალი (ფსევდონიმი საყვარელი ქალის პატივსაცემად) და გრიგორ მერჩანოვი შეუდგნენ შურისძიების განხორციელებას. შედგენილ იქნა 80კაცის ეგრეთწოდებული შავი სია -სომეხთა განადგურების ორგანიზატორების. დაიწყო მოსამზადებელი სამუშაო- დევნა, თვალთვალი, ინფორმაციის შეკრება, იარაღის მოძიება, რის შემდეგაც შურისძიების დრო მოვიდა
-ტალაატ-ფაშა მოკლულ იქნა სოგომონ ტეილერიანის მიერ ბერლინში, 1921 წლის 16მარტს (ბერლინის სასამართლომ იგი გაამართლა).
ლის განმავლობაშუი 80-მდე გენოციდის ორგანიზატორი იქნა მოკლული.ასევე ლიკვიდირებულ იქნენ რამდენიმე დაბალი რანგის ათასამდე გენოციდის მონაწილე