![საქართველოში მერაია ქერის კონცერტი
გაიმართება image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201901/2019012214475676235.jpg)
წელს, სავარაუდოდ, მაისში BLACK SEA ARENA-ზე მერაია ქერის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს.
საერთაშორისო ვარსკვლავი საქართველოში “ბრავო რექორდსს“ და "ალტერ ვიჟენს" ჩამოჰყავს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალური მხარეები, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.
bm.ge-ის წყაროს ინფორმაციით, მერაია ქერის ჩამოყვანის ჰონორარი და სხვა ხარჯები პროექტ Check in Georgia-სთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხებიდან დაიფარება. საერთაშორისო არტისტის პროდუსერებთან ფინალური მოლაპარაკება უახლოეს დღეებში გამართება. გამომდინარე იქიდან, რომ მერაია ქერის ჩამოყვანაზე საბოლოო კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არაა, ჰონორარი ჯერჯერობით უცნობია.