სიახლეები კმარა ფულის ხარჯვა, ამის მერე ავოკადოს უკანასკნელად იყიდით 2019, 23 იანვარი, 0:10
შეიძინეთ ჯანსაღი ნაყოფი, ამოაცალეთ კურკა ისე, რომ არ დააზიანოთ, და ერთ სიბრტყეზე, ოთხივე მხრიდან შეარჭვეთ კბილის საწმენდი ჩხირი. ჩადეთ წყლიან ჭიქაში ისე, რომ წყალში ჩაშვებული იყოს თესლის მცირე ნაწილი. წყალი არ უნდა სწვდებოდეს იმ ნაწილს სადაც ჩხირებია შერჭობილი. ჭიქა დატოვეთ თბილ ადგილზე 2-დან 6-კვირამდე, ოღონდ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არა. როცა შენიშნავთ, რომ ფესვები გაეზარდა და დაახლოებით 6 დიუმი (დაახლოებით 15 სმ.) გახდა, გადააჭერით ფესვების სიგრძის ნახევარი და გადარგეთ ქოთანში. ფოთლები უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული. ქოთანი დაახლოებით 20-25 სმ-ის დიამეტრის, გაავსეთ ნოყიერი ფხვიერი მიწით. ჩარგეთ ცენტრში. დარწმუნდით, რომ ქოთანს ძირი გახვრეტილი აქვს და მოურწყეთ ფესვები ყოველ დღე. თუ შეატყობთ, რომ ფოთლები გაუყვითლდა ან ჩამოეშვა, მიწა გამოუშრეთ და შედეგ უფრო ცოტ-ცოტა წყლით რწყეთ. თუ შეატყობთ, რომ ფოთლები უყავისფრდება, ეს ნიშნავს, რომ წყალი არ ჰყოფნის და მორწყეთ უფრო უხვად. როგორც ცოტა წამოიზრდება, შეგიძლიათ მოაჭრათ ტოტები და ნერგს მისცეთ სასურველი ფორმა. დარგვიდან 4-5 წლის მერე ავოკადო იწყებს მსხმოიარობას. მცენარეს თუ ყურადღებას არ მოაკლებთ, ისიც უხვად დაგასჩუქრებთ და თქვენი საკუთარი ხის ნაყოფით ისიამოვნებთ. 1656 4-ს მოსწონს 1-ს არა |