სხვა გენერალი ზამთარი 2019, 21 იანვარი, 18:19
"გენერალი ზამთარი" ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რუსეთის თავდაცვაში. მან დიდი მონაწილეობა მიიღო ნაპოლეონის დამარცხებაში, მეორე მსოფლიო ომის დროს კი გერმანელებსაც ისევე მოექცა, როგორც ნაპოლეონის ჯარისკაცებს. ვერმახტის ჯარისკაცებში ამ თემაზე ანეკდოტიც კი გავრცელდა: ზამთრის საშინლად ცივი ღამეა, მოსკოვის მისადგომებთან მიდის გააფთრებული ბრძოლა. შეტევაზე გადასულ გერმანულ ტანკს ჭურვი ხვდება და ცეცხლის ალში ეხვევა. ტანკისტი გადარჩა და აალებული ტანკიდან თოვლში ხტება. ერთი წუთის შემდეგ ის კანკალით დგება და აალებულ ტანკში ბრუნდება. 497 2-ს მოსწონს
|