პროექტები, რომლებიც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 13 მილიარდიდან საქართველოში დაფინანსდება
ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა წარადგინა ახალი პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში საინვესტიციო პროექტებს 13 მილიარდი ევროთი დააფინანსებს.
ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საინვესტიციო პაკეტში შედის 4800 კილომეტრის საგზაო მაგისტრალის აშენება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, 6 პორტის პროექტის განვითარება და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა.
საინვესტიციო თანხა უკრაინაზე, მოლდოვაზე, ბელორუსზე, საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე განაწილდება.
საქართველოს ქვეთავში დასახელებული პროექტების ჩამონათვალი ასეთია:
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზა – 233 მილიონი ევრო, პარტნიორობის ტიპი PPP;
სარკინიგზო მაგისტრალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე – 100 მილიონი ევრო;
ჩუმათელეთი-არგვეთის მაგისტრალის მშენებლობა – 1 მილიარდი ევრო;
გრიგოლეთი-ფოთის ხიდის მშენებლობა – 25 მილიონი ევრო;
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის მშენებლობა – 101 მილიონი ევრო;
ბათუმის შემოვლითი გზა – 115 მილიონი ევრო;
ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი – 61 მილიონი ევრო;
რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალი – 115 მილიონი ევრო;
ალგეთი-სადახლოს პროექტი – 90 მილიონი ევრო;
სადახლოს მეგობრობის ხიდი – 6 მილიონი ევრო.