ჯანმრთელი კვება ღვიძლის შეწვის ერთადერთი სწორი ხერხი - ყველაზე სასარგებლო ხორცი! 2019, 20 იანვარი, 12:01
ბევრი უარს აცხადებს საყვარელი ღვიძლის შეწვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მომზადებისას ღებულობენ მშრალს, მაგარს და მომწაროს. იმისათვის, რომ მივიღოთ გემრიელი, წვნიანი და ნაზი შედეგი, საჭიროა ვიცოდეთ ღვიძლის მომზადების რამდენიმე დეტალი (ეს იქნება საქონლის, ღორის თუ ქათმის ღვიძლი) Bucataria Noastra публикует -მა საუკეთესო რეცეპტი გამოაქვეყნა. აი რა დაგვჭირდება კულინარული ექსტაზისთვის:ღვიძლი _ 500 გრ; ხახვი _ 2 ც; ფქვილი _ 2 ს.კ; მარილი და წიწაკა _ გემოვნებით; ზეთი _ 50 მლ. როგორ შევქმნათ ეს საოცრება:1. დაჭერით ღვიძლი არა უმეტეს ერთ სანტიმეტრიან კუბიკებად.
2. ნაჭრები ამოსვარეთ ფქვილში და დააწყვეთ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე.
3. სამ- სამი წუთი შებრაწეთ ყველა მხრიდან და გადადეთ ჯამში.
4. ზეთში ჩააწყვეთ ხახვი და მოთუშეთ დარბილებამდე.
5. დაამატეთ ღვიძლი, დაამარილეთ, დააყარეთ წიწაკა.
6. დააყოვნეთ რამოდენიმე წუთი _ და ღვიძლი მზადაა! აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღვიძლი ჯნმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა! ღვიძლში არსებული დიდი რაოდენობით В ვიტამინი ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს, ასევე ეხმარება სისხლძარღვთა სისტემის განვითარებას.. ღვიძლი სასარგებლოა იმითაც რომ შეიცავს ფოსფორის, მაგნიუმის და რკინის დღიურ ნორმას. ეს ელემენტები პასუხს აგებენ სისხლში ჰემოგლობინის შექმნაზე, ამიტომ ღვიძლის გამოყენება აუცილებელია მათთვის, ვისაც ანემია აქვთ. ღვიძლში არსებული А ვიტამინი, დაგეხმარებათ კანის მოწესტრიგებასი და თვალების დაცვაში.
ღვიძლის შემადგენლობაში შემავალი რიბოფლავინი დაეხმარება ორგანიზმს იმ რკინის უკეთესად ათვისებაში, რომელსაც ორგანიზმი საკვებთან ერთად ღებულობს. იოდი და სელენი, რომელიც ადმიანის ორგანიზმში ღვიძლთან ერთად ხვდება, ეხმარება ფარისებრ ჯირკვალს მუშაობის მოწესრიგებაში.
ასევე დიდი რაოდენობითაა მასში С ვიტამინი , რომელიც დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში და დამატებით დაიცავს ორგანიზმს დაავადებებისგან. თქვენ გიყვართ ღვიძლი? გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტი კომენტარებში. ***იხილეთ ასევე:1. ყველაზე გემრიელი ბებიას კოტლეტებიასეთი კოტლეტები მოსწონს ყველას - უფროსებსაც და ბავშვებსაც. დიახ, ყველაზე უჭმელი ბავშვებიც კი გემრიელად მიირთმევენ. რაშია საიდუმლო? თქვენვე ნახეთ...
2. პატარა სასწაული ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის. ამის შემდეგ თქვენ ყოველ დღე შეჭამთ მწყრის კვერცხებს
რა არის მასში არაჩვეულებრივი? ვისთვის მოაქვს სარგებლობა? რატომ აჭმევენ იაპონიაში მოსწავლეებს ყოველ დღე 2 ცალ მწყრის კვერცხს?
3. ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას ახდენს?!
ჩინელ მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევთ მათი ბრიტანელი კოლეგების სიტყვები... მკვლევარები მოვიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ცხელმა ჩაიმ კიბოს პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს.***5050 11-ს მოსწონს
|