x
image
t.x.
რა მაგიური ძალა აქვს ბეჭედს და როგორ უნდა ვატაროთ ის, რომ ელეგანტურად გამოვიყურებოდეთ
image
ბეჭედი ერთ-ერთი უძველესი, ქალის თუ მამაკაცის ყველაზე საყვარელი სამკაულია და სწორედ ამიტომ მასთან უამრავი ცრურწმენა თუ წესია დაკავშირებული. რა თქმა უნდა მის მოხმარებასაც თავისი წესი და ეტიკეტი აქვს, რათა მუდამ ელეგანტურად გამოვიყურებოდეთ.

რამდენი ბეჭედი უნდა ატაროს ქალმა?

ყველა მათგანი თავისებურად ლამაზია და ადვილად შეიძლება გავუგოთ მათ ვისაც სურს რაც შეიძლება მეტი ბეჭედი გაიკეთოს, თუმცა ეტიკეტი ამ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრია. მათმა საერთო რაოდენობამ არ შეიძლება სამს გადააჭარბოს, ამასთან ერთ ხელზე დასაშვებია მხოლოდ ორი. ითვლება, რომ ქალს შეუძლია ატაროს საქორწინო, ნიშნობის და კიდევ ერთი დამატებითი ბეჭედი მისი სურვილის მიხედვით. თუ ქალს ბევრი მათგანი უკეთია, ეს ნიშნავს, რომ ან არაფერი გაეგება ეტიკეტის, ან ამას გამიზნულად აკეთებს. პირველ შემთხვევაში ის ემორჩილება ტრადიციას (რომ ვალდებულია საქორწინო ბეჭედი ატაროს), ან მის უგემოვნებაზე მეტყველებს. საუკეთესოდ შერჩეული ტანისამოსიც კი წყალში ჩაგვეყრება, თუ ხელებზე ოთხ ან მეტ ბეჭედს ავისხამთ.image
მეორე შემთხვევა ხაზს უსვამს ორიგინალურ ხასიათს. აქვე საჭიროა ვიცოდეთ რომელი ბეჭედი რომელ თითზე უნდა ვატაროთ. თუ გადაწყვეტთ სამკაულით ნეკი დაიმშვენოთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ შეიძლება გავიკეთოთ წვრილი უთვლო რგოლი. მასიური და დიდთვლიანი ამ შემთხვევაში ჩვენს უგემოვნებობაზე იმეტყველებს. დასაშვებია ამ ბეჭედზე ძალიან მცირე ზომის ბრილიანტი ან ლითონის მოჭიქული სახე.

რაც შეეხება საქორწინო ბეჭედს, ეტიკეტის ფუძემდებელნი ერთხმად თანხმდებიან, რომ აქ შეზღუდვას ადგილი არ აქვს, თუმცა თუ თქვენ გაქვთ დიდი საქორწინო ბეჭედი, ის შუა თითზე ჯობია ატაროთ. საჩვენებელ თითს კი ყველაზე უფრო გეომეტრიული ფორმის ან მასიური უთვლო ბეჭდები უხდება.


ეტიკეტი მამაკაცებისთვის

მამაკაცებისთვის ბეჭდების რაოდენობა მაქსიმალურად შეზღუდულია. ყველაზე პოპულარულია ყვითელი ოქროს რგოლი, რომელიც ყველაზე სადა, ნაკლებად გადატვირთული უნდა შეირჩეს. მეორე ბეჭედი, რომელსაც მამაკაცები ატარებნ, ესაა საგვარეულო გერბიანი. მას ძირითადად ხმარობენ არისტოკრატები. ის იხმარება მარცხენა ხელის ნეკზე. როცა მამაკაცი საიუველირო ნაკეთობის განსაკუთრებით მოყვარულია, რადგან საქორწინო და საგვარეულო ბეჭდები მოვალეობითი ხასიათისაა, სურვილისამებრ შეუძლია დაიმატოს მამაკაცური სტილის ბრილიანტის ბეჭედი.image

როგორ შევარჩიოთ "ჩვენი" ბეჭედი?

პირველ რიგში გავითვალისწინოთ ასაკი. ახალგაზრდა გოგონას წვრილი, მომცროთვლიანი ბეჭედი მოუხდება, რომელიც ხაზს უსვამს მისი კანის სინორჩეს.

უფროსი ასაკის ქალბატონებმა კი შეუძლიათ სურვილისამებრ შეარჩიონ დიდთვლიანი სამკაული.

ყურადღება უნდა მიექცეს ხელის სიმსხოსაც. დიდი, მსუქანი ხელის პატრონებმა უმჯობესია ატარონ ოვალური ან რომბის ფორმის ბეჭდები, ოღონდ სასურველია არ იყოს ისე ფართო, რომ სხვა თითები გადაფაროს.

თხელი თითების პატრონს მოუხდება განიერი ბეჭედი, რომელშიც რამდენიმე პატარა თვალია.image

ეტიკეტის ძირითადი წესები კი ასეთია:

-ნუ ატარებთ ერთ ხელზე ერთზე მეტ ბეჭედს, ან თუ მაინც გსურთ, სამკაულები ერთმანეთის მსგავსი შეარჩიეთ.

-არ გაიკეთოთ ერთსა და იმავე ხელზე სხვადასხვა ლითონისა და განსხვავებული ფერის ქვებით შემკული ბეჭდები. აგრეთვე ძვირფასი და იაფფასიანი ერთად.

-ცუდი ტონია ბრილიანტის და სხვა ძვირფასი ქვების ტარება დღისით, სამაგიეროდ საღამოს შეგძლიათ მთელი მშვენებით წარსდგეთ.

-იაფი ბიჟუტერია დასაშვებია 20 წლამდე.

-ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჯინსებსა და მაისურებთან უმჯობესია თუ არფერს გავიკეთებთ, ან თხელ რგოლებს მივანიჭოთ უპირატესობა. დასაშვებია წვრილი თვლები.

-თუ სამსახურში მკაცრად განსაზღვრული ჩაცმულობა გაქვთ შეგიძლიათ ბეჭედზე სულაც უარი თქვათ, ან დაიტოვეთ მხოლოდ საქორწინო ან ნიშნობის.

-და კიდევ, თუ აპირებთ ბეჭდის გაკეთებას, არ დაგავიწყდეთ მოუაროთ თითებს, რადგან ბეჭედი აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას. თუ ლაქის წასმას მაინც ვერ ახერხებთ, მაშინ სამაჯურისგან მაინც თავი შეიკავეთ.




0
352
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
352