კახეთი დედოფლისწყაროში მდინარე ალაზანში ნათლობისა და განბანვის რიტუალი ჩატარდა 2019, 19 იანვარი, 20:00 ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მდინარე „ალაზანში“ განბანვის რიტუალი და ტრადიციული ნათლობა ჩატარდა. თავდაპირველად, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრი კაპანაძემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღასრულა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. შემდეგ კი სოფელ სამთაწყაროში ეპარქიის მღვდელმსახურებთან და მრევლთან ერთად მდინარე ალაზანზე შეასრულა განბანვის ტრადიციული რიტუალი. ამ სოფელში აჭარიდან და ჰერეთიდან გადმოსახლებული მუსლიმანი მოსახლეობაც ცხოვრობს, რომელთა ნაწილი ძირითადად ნათლისღების დღეს ქრისტიანდება. 249 შეფასება არ არის
|