x
image
თამილა გურაშვილი
შესაძლებელია ლავრენტი ბერიას დახვრეტა ინსცენირებული იყო
image

1953 წლის ივნისის ბოლოს ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს სხდომაზე ლავრენტი ბერია დააკავეს. იმავე წლის 23 დეკემბერს ყოფილი სახალხო კომისარი, სსრკ-ის მარშალი ლავრენტი ბერია, სასამართლომ მოსკოვის სამხედრო ოლქის ერთ-ერთ მიწისქვეშა თავშესაფარში დახვრიტა. არსებობს სროლის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთაგან ერთერთი არის 1953 წლის 23 დეკემბერის აქტი.

დახვრეტის მერე ერთერთი მთავარი ვერსიით, ბერიას გვამი დაწვეს. ამ ისტორიას ბევრი საიდუმლო და მუქი ლაქები აქვს, რადგან, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახალხო კომისრის ფერფლი არავის უნახავს.

ამიტომაც გაჩნდა ვერსია, რომ ბერია არ დაუხვრეტიათ. ამ ვერსიით ზემოთ აღწერილი ყველაფერი ინსცენირება იყო. საბჭოთა პოლიტიკური ელიტა და სსრკ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები ამგვარი საქმეების ოსტატები იყვნენ. ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ რამდენიმე ვერსია არსებობს.



image


პირველი, მარშალ ბერიას დაპატიმრების დროს იქ მყოფი პოლიტბიუროს ყოფილი წევრების ნათესავები და შვილები ამტკიცებდნენ, რომ მათი ცხოვრების განმავლობაში მშობლებმა კატეგორიული უარი თქვეს ამ თემაზე საუბარზე. ამ საკითხზე საუბრისას ძალიან ნერვიულობდნენ და გაურბოდნენ პირდაპირ კითხვებს.

მეორე, არსებობს ვიდეოლენტა და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს მამაკაცი ულვაშით, რომელიც ერთში ერთზე გავს საბჭოთა კავშირის ყოფილ კომისარს. სავარაუდოდ, ეს ვიდეოლენტი და ფოტოსურათები არგენტინაში დაამზადეს და ამტკიცებს იმას, რომ სასამართლოს განაჩენი არ აღსრულებულა. ლავრენტი ბერია, სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკაში ფარულად გადაიყვანეს.


image


ამ 65 წლის განმავლობაში, იყო უამრავი შემთხვევა, რომელიც მიუთითებდა, რომ მარშალი ცოცხალი იყო, ეს იყო ვიდეოლენტა და ფოტოები არგენტინიდან, წერილები და მრავალი სხვა.

მაგრამ არ არსებობს მტკიცე მტკიცებულება იმის, რომ ბერია გადარჩა, ისევე როგორც არ არსებობს მისი გარდაცვალების მტკიცებულება. ასე რომ, სად არის სსრკ-ის კომისრის ფერფლი? დღეს უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი.

0
444
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0