x
image
მწერალი
Mediator image
განსხვავებული მოქალაქეობის ტყუპები

ტყუპები - დილან და ჰანა ფოქსები - ერთ დღეს დაიბადნენ, ერთმანეთს გარეგნულადაც ჰგვანან, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ: ვაჟი, დილანი ინგლისელია, ხოლო მისი და ჰანა - შოტლანდიელი.
ტყუპების დედა 28 წლის დონა კენანი ინგლისის ქალაქ ნორთუმბერლენდში მშობლების სახლში სტუმრად იყო. მშობიარობა ნაადრევად დაეწყო და ვაჟი სასტუმროს ოთახში გააჩინა. მერე ექიმებიც მოვიდნენ და ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მათ შოტლანდიის საზღვარი გადაკვეთეს და მეორე ტყუპი, ჰანა ძმის დაბადებიდან საათისა და 40 წუთის შემდეგ სხვა ქვეყანაში, შოტლანდიის საზღვართან ახლომდებარე პატარა ქალაქ მელროუზში დაიბადა. “ჩვენ უკვე გვყავს ორი წლის ქალიშვილი ჯესიკა. პირველი მშობიარობა ძალიან გამიჭირდა. მაშინ სამშობიაროში პატარის დაბადებას რამოდენიმე საათის განმავლობაში ველოდი და როდესაც ტყუპებზე მშობიარობა ნაადრევად დამეწყო, ძალიან შემეშინდა", - აღნიშნა ტყუპის დედამ. დედა და პატარები თავს კარგად გრძნობენ.




1
65
6-ს მოსწონს
ავტორი:მწერალი
მწერალი
Mediator image
65
  
0 1 1