x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
ტესტის 7 სახეობა, რომელიც დაგეხმარებათ წინასწარ გაიგოთ დაავადების რისკის შესახებ
ყველაზე კარგი საშუალება მივხედოთ ჯანმრთელობას, არის რეგულარული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც.

თუმცა ჯანმრთელობას მაშინაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, როცა სადმე ვიზიტს გადაწყვეტთ. ამისათვის არსებობს დამოუკიდებელი ტესტები, რომელსაც იტარებთ საკუთარ თავზე და ასე არკვევთ, ხართ თუ არა კონკრეტული დაავადების რისკის ქვეშ. ეს ტესტი დაგეხმარებათ, დაასწროთ დაავადებას და დაიცვათ თავი მისგან.


1. ჰორმონალური დისბალანსი და მიკროელემენტების ნაკლებობა

image


თმის ცვენა ბუნებრივი პროცესია. ექიმების აზრით, ყოველდღე ვკარგავთ 50-100 მდე თმის ღერს. ამაზე არ უნდა ვინერვიულოთ. როცა ფიქრობთ, რომ მდგომარეობა უფრო უარესადაა, მაშინ ჩაიტარეთ ტესტი:


  • თმა უნდა იყოს მშრალი და სუფთა. მოკიდეთ ხელი თმას და თითებით მოქაჩეთ, მაგრამ დიდი ძალისხმევით არა. თუ ხელზე დაგრჩათ 2-3 ღერი თმა - ნორმალურია, მაგრამ თუ უფრო მეტი, მაშინ მიაკითხეთ ტრიქოლოგს.
  • თმის ცვენას უამრავი მიზეზი აქვს: სტრესი, არასწორი მოვლა და სხვა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები. თმა სუსტდება ჰორმონალური დისბალანსისა და სასარგებლო მიკროელემენტების ნაკლებობის გამოც, ამიტომ ამ სიმპტომის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

2.ინსულტი და დემენცია

image

ამ ტესტისთვის დაგჭირდებათ წამზომი. ასწიეთ ერთი ფეხი ისე, რომ იყოს იატაკის პარალელური. ჩართეთ წამზომი. შეძელით ასე გაჩერება 20 და უფრო მეტი წამით? მშვენიერია: ინსულტი და ადრეული დემენცია არ გემუქრებათ, და პირიქით: თუ გიჭირთ ბალანსის დაცვა, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ტვინის მცირე სისხლძარღვები იყოს დაზიანებული.


3. ანემიაანემიასარკის წინ დგომისას, ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო. ნორმალურია ის, როცა არის ნათელი ვარდისფერი. ანემიის დროს, ქუთუთო შიგნიდან ხდება ღია მოყვითალო-ვარდისფერი, . ანემია წარმოიქმნება ჰემოგლობინის ნაკლებობით. კუნთები და კანი ვერ იღებს ამ დროს საჭირო ჟანგბადს. ამ შემთხვევაში გაიკეთეთ სისხლის ანალიზები.


4..შაქრიანი დიაბეტი

image

ამ ტესტის ჩასატარებლათ დაგჭირდებათ დახმარება. სთხოვეთ პარტნიორს, აიღოს ფანქარი საშლელით. მან უნდა დაგადოთ ერთი ხელი წვივზე და ფანქრის ორივე მხარე - რიგრიგობით ფეხის თითზე(ცერა) . თქვენ არ უნდა შეხედოთ და უნდა გამოიცნოთ, ფანქრის რომელი მხარით გეხებათ თქვენი მეგობარი.

თუ მგრძნობელობა შემცირებული გაქვთ, ე.ი. ნერვული დაბოლოებები დაზიანებულია და შესაძლოა ეს შაქრიანი დიაბეტით იყოს გამოწვეული.



5.არტერიული პრობლემები
image

დაწოლილ მდგომარეობაში ასწიეთ ფეხები 45°-ით და გაჩერდით ასე რამოდენიმე წუთით. ახლა შეაფასეთ თქვენი ფეხების ფერი. თუ ძალიან ღია ფერისაა თქვენი ფეხები და თითები, ეს არის ნიშანი იმისა, რომ სისხლის მოძრაობა ცუდია, დაზიანებული არტერიების გამო. აუცილებლად იმკურნალეთ, რომ თავიდან აირიდოთ ინსულტი.


6. სმენა
image

ამ ტესტისთვის მოგიწევთ, ჩაიკეტოთ მშვიდ ოთახში. ასწიეთ ხელი და გაკარით თითები ერთმანეთს. გესმით ხმა? ახლა გასწიეთ ხელი მანამ, სანამ არ დაშორდება ის თქვენს ყურს 15 სმ-ით. ისევ გაკარით თითები ერთმანეთს, გესმით? გილოცავთ! ყველაფერი კარგადაა. პროცედურა ორივე ყურზე გამოცადეთ.

7. გულისა და სისხლძარღვების დაავადების რისკიimage
ამ ტესტისთვის მოგიწევთ კიბეებზე ასვლა. (8-12 საფეხური). ამ დროს იმღერეთ, ან ლექსი იკითხეთ. მთავარია, არ იყოთ ჩუმად. თუ გული ამოვარდნაზე გაქვთ, სუნთქვაც გაძნელებულია - ე.ი. გულ-სისხლძარღვები და ფილტვები განიცდის ზეწოლას. ამიტომ, გაიარეთ სამედიცინო შემოწმება.

გაფრთხილება: დამოუკიდებელი ტესტები ვერ შეცვლის სამედიცინო გამოკვლევას, ამიტომ პერიოდულად შეიმოწმეთ ორგანიზმი!











0
244
7-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0