ასტროლოგია იანვრისა და თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი 2019, 14 იანვარი, 12:54 2019 წლის პირველ ორ თვეში, როგორ განლაგდებიან ვარსკვლავები? რას უნდა ვერიდოთ და რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ამ პერიოდისთვის? 2019 წლის იანვარიიანვრის ჰოროსკოპი, ზამთრის სიცივის მიუხედავად, "ცხელ" ამინდს გვპირდება. იანვარში ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი დაბნელება მოხდება, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას 180 გრადუსით შემოაბრუნებს. ესაა პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან, მუშაობასთან, კმაყოფილებასთან ჩვენს ცხოვრებაში. მზის დაბნელება 6 იანვარს მოხდება და წინა პლანზე წამოწევს ჩვენს სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებს. ბევრი დაფიქრდება საქმიანობის სფეროს გამოცვლაზე, დადგება საკითხი იმ სარგებლის შესახებ, რომელიც ამ სამყაროსთვის მოგვაქვს. 21 იანვარს იქნება მთვარის დაბნელება. ეს თვე საფრთხეების, კონფლიქტების, დაპირისპირებების თვე იქნება. მზის დაბნელება პლუტონთან შერწმით გვაუწყებს, რომ მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები, რადგან პლუტონი ბრძოლისა და ომის პლანეტაა. საჭიროა სიფრთხილე. 2019 წლის იანვარში უნდა მოვერიდოთ მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებას, სამოგზაუროდ წასვლას, თავის საფრთხეში ჩაგდებას. ეს პერიოდი, ჯობს, სახლში "გადავიტანოთ". დაბნელების გავლენა დაახლოებით 31 დეკემბრიდან დაიწყება და ეს 2019 წლის 5 თებერვლამდე იქნება საგრძნობი იანვარი ბევრ დადებით ცვლილებასაც გვპირდება, მაგრამ.. სრულად წაკითხვა> > > 448 2-ს მოსწონს
|