საზოგადოება ნინი შერმადინი ჯერ-ჯერობით გათხოვებას არ აპირებს 2011, 28 ნოემბერი, 9:31 მეუღლესთან დაშორების შემდეგ მომღერალმა აქტიური მუსიკალური კარიერა კვლავ საქართველოში განაგრძო და საბერძნეთში საბოლოოდ გადაბარგებაზე უარი თქვა, მიუხედავად იქაურ “იქს-ფაქტორში” უდიდესი წარმატებისა ნინი დღეს ისევ თბილისშია და აქ მუშაობს, თუმცა პარალელურად საზღვარგარეთ გასვლით კონცერტებშიც ხშირად ღებულობს მონაწილეობას. მომღერალი უარყოფს ჭორებს მისი გათხოების შესახებ და პრესასთან საუბარში განცხადებას აკეთებს, რომ მსგავსი რამ ჯერ-ჯერობით აზრადც არ აქვს, თუმცა ის უკვე არასოდეს აღარ ამბობს - არასოდეს და განმარტავს, რომ საყვარელი მამაკაცის გამო ყველაფრის დათმობას შეძლებს და აიტანს, გარდა საკუთარი კარიერისა და საქმისა, რაც დაგვეთანხმეთ დიდი დანაკლისი იქნებოდა ქართული ხელოვნებისთვის და თანამედროვე ესტრადისთვისაც. ნინი ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ლელა წურწუმიასა და მამულიჩას საქმიან-ოჯახური ტანდემი, როცა ოჯახური ცხოვრების გარდა ქმარი ცოლს საქმიანადაც უდგას გვერდში და მის ვარსკვლავობას მენეჯერობს. საუბარი ნინისა და მარკუს მეტრეველის სასიყვარულო ურიერთობების შესახებ უკვე მოძველებული თემაა და ნინი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის და მარკო მეტრეველი მხოლოდ კოლეგები და მეგობრები არიან. 541 1-ს მოსწონს
|