ისტორია მნიშვნელოვანია, მაგრამ მოედანზე ყველაფერს თამაში წყვეტს..გიორგი თექთურმანიძე
თექთურმანიძე: "ისტორია მნიშვნელოვანია, მაგრამ მოედანზე ყველაფერს თამაში წყვეტს"
"მიხეილ
მესხზე" რუსთაველებმა ალბანელები გოლებით დასეტყვეს. კობა ჟორჟიკაშვილის
გუნდმა სტუმრები ყველა პოზიციაზე დაჯაბნეს და ექვსი გოლი გაუტანეს.
რუსთაველთა ათიანი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თბილისის "დინამოდან"
განათხოვრებულმა გიორგი თექთურმანიძემ გუნდს კარგად შეეწყო და გოლებიც
გააქვს. 21 წლის ფებურთელმა ალბანელების კარში ორი გოლი შეაგდო. დუბლი
დიმიტრი ტატანაშვილმაც გაიფორმა.
"ვერ ვიტყვი, რომ "მეტალურგმა"
უძლიერესი თამაში ჩაატარა. ჩვენ ბევრი ძალა არ დაგვიხარჯავს, მაგრამ ძალიან
დიდი ანგარიშით მოვიგეთ. ჩვენ შემდეგ ეტაპზე ვითამაშებთ და ეს ძალიან
კარგია. შემდეგი თამაში ჩეხურ გუნდთან გვაქვს, სადაც უფრო მეტის გაკეთება
მოგვიწევს. ვიცით რას წარმოადგენს ეს გუნდი, მას დიდი საფეხბურთო ისტორია
აქვს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს, ყველაფერი მოედანზე გადაწყდება, ვინც
უკეთესად ითამაშებს ის გაიმარჯვებს. ჩვენ უკვე ვიწყებთ ფიქრს მომდევნო
მატჩზე. განვიხილავთ მეტოქის შესაძლებლობებს დეტალურად და შესაბამისად
მოვემზადებით", - განაცხადა გიორგი თექთურმანიძემ.
"ევროტურნირზე პირველი ეტაპი
წარმატებით გავიარეთ. ახლა უკვე შემდეგ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. კარგად უნდა
გავაცნობიეროთ, რომ შემდეგი ჩვენი მეტოქე გაცილებით ძლიერია და გამარჯვება
ასე ადვილი აღარ იქნება. ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ, მეტოქეს
შევისწავლით და ვეცდებით მათი სუსტი მხარეეები საჩვენოდ გამოვიყენოთ.
მიზანს ვუახლოვდებით და არავისთან არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, რა დონის
გუნდიც უნდა იყოს. ჩვენ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ", - აღნიშნა
დიმიტრი ტატანაშვილმა.