x
image
თამილა გურაშვილი
საქართველოს აღარ ყავს ზედაფენა და ის ობოლია... ძალა კი ხალხშია, ოღონდ ერთ მუშტად შეკრულ ხალხში. (
image

, ობოლი“---

( თუ არ იცი რა გჭირს, ვერ იმკურნალებ)

საქართველოში აგერ უკვე მესამე ათწლეულია რაც უკანონო, იმპერიების ხელდასხმული, კრიმინალური და ყოვლად ანტიქართული მთავრობები ცვლიან ერთმანეთს. ამ ვაქჰანალიამ კი ქართული პოლიტიკა იმ ზომამდე მიიყვანა, რომ საბოლოოდ ივანიშვილის კოჰაბიტირებულ იუდათა მთავრობა მივიღეთ შედეგად.

დღევანდელი ხელისუფლება და მისი სტრუქტურები ხომ ძირითადად იმ ადამიანებითაა დაკომპლექტებული ვინც გარე ძალამ შეარჩია საგულდაგულოდ---- მხედრიონიდან, მოქკავშირიდან, სოროსის ფონდში დაზრდილებისგან და მათ მემკვიდრედ მოსული ნაც-ქოცებისგან. ასევე დასავლეთში გაყვანილი ახალგაზრდობიდან, რომლებიც პირდაპირ უცხო სპეცსამსახურებში მიღებული დავალებების შესასრულებლად დაგვისვეს პოლიტელიტაში. აქედან გამომდინარეა ის ანტიქართული ისტერია, რაც ასე გაბატონებულია დღეს ჩვენში და ამიტომ იდევნება ქართველი საქართველოდან.



ამ თემის გაშლას აღარ შევეცდები და ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, იმას მოგახსენებთ, რომ ქვეყანას ამ სამ ათწლეულზე გაწერილ პოლიტვაქჰანალიაში თავზე წამოაჯდა ყოვლად არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე კრიმინალური ელიტა, რომლის ხელშიც აღმოჩნდა ფინანსური და პოლიტიკური სადავეები.

ეს ვითომ ქართულსახოვანი მასა კი იმ ბალასტად იქცა, რომელიც გარე პოლიტიკური თუ ბიზნესძალებისგან იმართება და უღვთოდ ყიდის ყველაფერს, რაზეც უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო. გამომდინარე ამ მძიმე რეალობიდან სახეზეა უმძიმესი სურათი--ქვეყანას მესვეური აღარ ყავს მილიონერთა კასტაში, პოლიტელიტაში და ივანიშვილის მიერ ნაყიდ ინტელექტუალებში.

აღარავინ ზრუნავს მათში ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ პირიქით, უცხოთა ინტერესების შესრულებაზე დახარბებულები ზოგი ამერიკის შპიონადაა ქცეული, ზოგი რუსეთის, სხვა თურქეთს მოუძღვის, არაბს, ჩინელს, თუ ირანელს. ჩვენი ელიტა მათი ხელისბიჭადაა ქცეული და მათ მიერვე უხვად მაძღარ-დაფინანსებული.

ასეთი მძიმე რეალობის წინაშე დამდგარ ქართველებს კი მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება, რადგან, დღეს ყველა ხედავს ზედაფენებში, რომ კრიზისი სახეზეა და ასე გაგრძელება მათ ელიტარულ მდგომარეობას კარგს არაფერს უქადის. სწორედ ამიტომ შეეცდებიან ნებისმიერი ხერხით, რომ ისევ დაგვფანტონ, ტვინი გვირეცხონ, შვილები გადაგვიგვარონ, სამშობლოდან გაგვაქციონ და სოციალური საკენკით თავი მოგვიქონონ მანამ, სანამ თავის გეგმას არ განახორციელებენ და საქართველოში ეთნიკურ სურათს არ შეცვლიან. ანუ არ შემოიყვანენ ჩვენზე მეტ უცხოტომელს და მათ საარჩევნო ხმებს არ დაეყრდნობიან მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

ესენი ყველაფერზე წავლენ, ქართველებო და ეცადეთ არ გაიყიდოთ, თორე იცოდეთ, რომ იმ ორმოცდაათ ლარად და კარტოფილად რის სანაცვლოდადაც იყიდებით, თქვენივე შვილებს ყიდით.
როგორი მწარეც არ უნდა იყოს ეს სიმართლე, უნდა გავუსწოროთ მას თვალი და შევიგნოთ, რომ საქართველოს აღარ ყავს ზედაფენა და ის ობოლია... ძალა კი ხალხშია, ოღონდ ერთ მუშტად შეკრულ ხალხში. (გავაზიაროთ) "- წერს გურამ ქართველიშვილი

0
163
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0