x
image
ზოგადი განათლება
სავარაუდოდ, ''ღორის გრიპს'' ამჯერად მანანა იმედაძის რძალი ემსხვერპლა, რომელსაც წლინახევრის შვილი დარჩა

სავარაუდოდ, ღორის გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი


image


ქართველი კომპოზიტორის, მანანა იმედაძის რძალი ერთი კვირის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ ეს ბრძოლა უიმედო აღმოჩნდა. სალომე სავარაუდოდ, ღორის გრიპით იყო ინფიცირებული.


სალომე ქემაშვილი 22 წლის იყო და მას წელიწად-ნახევრის შვილი ჰყავდა. იგი თბილისში, პავლოვის ქუჩაზე არსებულ ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ერთი კვირის შემდეგ კი გარდაიცვალა.


"წლინახევრის შვილი დარჩა. საოცარი გოგო იყო. მასზე წარსულში საუბარი მიჭირს. სამედიცინოს სტუდენტი იყო და მორიგეობდა ხოლმე და, სავარაუდოდ, იქ შეეყარა ეს ვირუსი, " - ამბობს სალომეს ახლობელი

0
619
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0