შოუბიზნესი მწვავე პოლემიკა ნიკა გვარამიასა და გიორგი გასვიანს შორის ''მხოლოდ ქართულში'' ''რუსთავი 2'' - ის ვეტოზე 2019, 8 იანვარი, 23:35 მწვავე პოლემიკა ნიკა გვარამიასა და გიორგი გასვიანს შორის ''მხოლოდ ქართულში''როგორც იცით, 7 იანვარს ''მხოლოდ ქართულის'' კონკურსის ერთ-ერთი რაუნდის დასრულების შემდეგ ''რუსთავის 2''-ის გენერალურმა დირექტორმა შოუში ვეტოს უფლება გამოიყენა. შესაბამისად, პროექტიდან არავინ გავარდნილა და კვლავ 5 მონაწილე აგრძელებს ასპარეზობას. ტელეარხის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. თავისი დამოკიდებულება აგრეთვე თავის სოც. გვერდზე ''სიცრუის დეტექტორის'' წამყვანმა - გიორგი გასვიანმაც გამოხატა. რის შემდეგაც გაიმართა კამათი ნიკა გვარამიასა და გასვიანს შორის.
გიორგი გასვიანის პოსტი ასეთი იყო:
“ახალი წლის ღამეს კაცი კომპოზიტორების ტური იყო და რატომ არ დაიდო ვეტო ახალ წელს? ძალიან მაგარი ფერი დააკლდა კონკურსს იმ ღამეს და მსახიობის პროფესიის აგდება არ იყო მთლად კომპეტენტური მთელი ოთხი ეთერი”
უცვლელად გთავაზობთ ორივე მხარის დიალოგურ კომენტარებს:
ნიკა გვარამია: საკუთარ არხს და გადაცემას მიხედე, გიორგი. შენი საქმე არაა, რ2 როდის გამოიყენებს ვეტოს. და არც სხვა ვინმესი. ფერი დავკარგეთ თუ ცისარტყელა, შენ რა იცი? ერთხელ გნახეს კონკურსზე და იმის მერე “ცეკვავენ ვარსკვლავების” უფასო რეკლამად გადაგაქციეს დასჯილი. სად ნახე ფერი, რ2 -ს როდისღა უყურე, შენ ხომ ცეკვავენს უყურებდი ყველა ტურზე? თუ ატყუებდი დამსაქმებელს და ჩვენ გვიყურებდი ჩუმად? მოკლედ, საქმეს მიხედე. ჩვენ გავერკვევით როგორმე ჩვენს საქმეში ნაძეჟდას წამყვანების და ზოგადად “ნაძეჟდას”ესთეტიკის ხალხის გარეშე. გიორგი გასვიანი: “ცეკვავენ ვარსკვლავების” რეკლამად რომ გადამაქციეს” – ისე იხარე შენ. ჩემი მეგობარია ცხადო და აქ “რუსთავი 2” და იმედი არაფერ შუაშია ახლა. საუბარია ჩვენი თეატრის მსახიობზე! დაანებე “ნადეჟდა” და “ცრუსთავს” თავი. მაგ თემის გამო არ ვწერ! უსამართლო იყო რაც მოხდა და კრიტიკა როგორმე პროფესიონალმა გუნდმა უნდა აიტანოს. ჩვენ მსახიობის კრიტიკას და აბუჩად აგდებას ვიტანდით და ბოლოს ახალი წლის ღამეს გააგდეს უსაფუძვლოდ! და მეორე -ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს იმედზე და დასჯილი ბუნებისგან ვინც არის ნებისმიერმა საღად მოაზროვნემ იცის კარგად. ნიკა გვარამია: მითუმეტეს, თუ შენი მეგობარია. შენი ნეპოტისტური რჩევები საერთოდ უინტერესოა. ვეტო უსამართლო ვერ იქნება. ის არ გამოიყენება მაყურებლის შეხედულებისამებრ და არხის სუბიექტური გადაწყვეტილებაა. მაყურებელს აქვს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და მაგ მაყურებელმა გაიყვანა ბოლოზე ცხადაძე. ბუნებისგან დასჯილი საერთოდ რას ნიშნავს და რა გაქვს მხედველობაში? გიორგი გასვიანი: სამართლიანობა არის ბუნებისგან დასჯილი ჩვენს რეალობაში და ეს უკვე ყველგან ვლინდება. რეზო ესაძის “ნეილონის ნაძვის ხეში” ვცხოვრობთ. ახლა ვუყურებდი, არც ისე რეიტინგულ არხზე გადიოდა, და ამ დროს შენი კომენტარი მომეწია. ისე განათლებული კაცი ხარ და რად გინდა ასეთი ბავშვური რეაქციები ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე, არ მესმის?… გავიგეთ, რომ “მთავარი” არხის მთავარი ნიკა ხარ, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება გამოვთქვათ აზრი, როცა ჩვენი მეგობრები მონაწილეობენ კონკურსებში. ეს თავდაცვა თავდასხმაზე უარესი ნამეტანი კოლხური პათეტიკაა და რადგან მეც მაქვს ეგ სისხლი ნახევრად ამიტომ მესმის შენი. ნიკა გვარამია: – როგორც შენ გაქვს აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება, ისე მე მაქვს მაგ აზრზე პასუხის გაცემის თავისუფლება. ცუდია, თუ ამდენი არ გესმის გიორგი. ტელეწამყვანისგან მთლად უცნაურია ამის მოსმენა. ეს სამართლიანობაა ბუნებისგან დასჯილი და ნეილონის ნაძვისხე საერთოდ ვერ გავიგე, მარა კაი გიორგი გასვიანი: – ნიკა, მე კარგი ტელეწამყვანი ვარ და უკეთესი შემფასებელი. და ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, ნებისმიერი არ უნდა გავარდნილიყო ახალ წელს! ცეკვებსაც კარგად ვუყურებდი და მხოლოდ ქართულსაც. და ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ. ნიკა გვარამია: – კიდევ ერთხელ – ახალი წელი არაფერ შუაშია და არც შობა. დაემთხვა ამ დღეებს კონკურსი და ახლა კიდე ძველით ახალ წელს ემთხვევა. ამიტომ სამჯერ არავინ არ უნდა გავარდეს? კონკურსი კონკურსია და ასე მოხდა. როდის გამოიყენებს არხი ვეტოს, ეგ არხის საქმეა და ბოდიში, სხვა არხის წამყვანების აზრი ნამდვილად უინტერესოა ჩვენთვის. შენ მაყურებელი ხარ და დაგერეკა ცხადაძისთვის და გადაგერჩინა. ჩვენ ვეტოს უფლება მაშინ და იმ კონკურსანტზე გამოვიყენეთ, ვიზეც და როცა საჭიროდ ჩავთვალეთ. გიორგი გასვიანი: რატომ? – შენ სხვა არხი ხარ და ჩემი გადაცემისთვისაც დაგიწერია აზრი და არ ჩაუქოლიხარ იმედს (კომენტარებში).. მე კი შემაქე, მაგრამ არხს ლანძღავდი.. თუ შენ გაქვს უფლება წერო სხვა არხზე, – სხვებსაც აქვთ უფლება “მთავარ” არხზე წერონ. მოკლედ გილოცავ შობას. ნიკა გვარამია: წერონ მერე. ჩვენც გვაქვს უფლება, პასუხები ვწეროთ. მაგრამ ვეტო არხის პერსონალური უფლებაა და არც მაყურებლის აზრია საინტერესო და არც ჟიურის. ორივეს აქვს საკუთარი აზრით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რაშიც ჩვენ არ ვერევით. და მაყურებელმა გადაწყვიტა ცხადაძის გაგდება. ჟიურის სხვათა შორის არ დაუყენებია ბოლო ადგილზე. რაც შეეხება ვეტოს, ჩვენი საქმეა, როდის და რატომ გამოვიყენებთ. 834 2-ს მოსწონს
|