ბიოგრაფია ლენორმანი - მკითხავი, რომლის ყველა წინასწარმეტყველება ახდა 2019, 8 იანვარი, 15:59 კოჭლი და უარყოფილი მარია ანა ადელაიდა ლენორმანი ცნობილი ფრანგი წინასწარმეტყველი და მკითხავი იყო. იგი საფრანგეთის ქალაქ ალანსოში 1772 წლის 27 მაისს დაიბადა. თანდაყოლილი დეფექტი ჰქონდა: ერთი ფეხი მეორეზე მოკლე, ხოლო მხრები განუვითარებელი. დედამისი მარიაზე რვა თვის ფეხმძიმედ იყო, როცა წაიქცა და ჩვილის დეფექტიც ამ ფაქტით ახსნეს. მამამისი ცნობილი და მდიდარი კაცი იყო. სურდა, მისი შვილი სხვა ბავშვებივით განვითარებული ყოფილიყო. დედა კი შიშობდა, რომ სუსტ გოგონას დაჩაგრავდნენ. ამიტომ ჩვილი ჯერ ბავშვთა თავშესაფარში, შემდეგ კი ქალთა მონასტერში მიაბარეს. საბედნიეროდ, მარია კარგი მოსწავლე გამოდგა. იგი ტაძარ ნოტრ-დამ-ბონ-სეკურთან არსებულ სკოლაში სწავლობდა, მის აღზრდაზე ბენედიქტელი მონაზვნები ზრუნავდნენ. შინდაბრუნებულ მარიას უფროსები უჩვეულობას ამჩნევდნენ. ბავშვს შეეძლო გაეგო, რა ხდებოდა ფარდის, კედლის მიღმა; იცოდა, რომელ კომბოსტოში ცხოვრობდა მატლი. ბნელ სარდაფში ისე გადაადგილდებოდა, თითქოს ათასი ჩირაღდანი აენთოთ, არაფერს წამოჰკრავდა ფეხს, არაფერს დაეჯახებოდა თავით. თანაკლასელებისგან განსხვავებით, მარია, მთელ თავისუფალ დროს მონასტრის ბიბლიოთეკაში ატარებდა. შეისწავლა ნუმეროლოგია, ძველი და ახალი აღთქმა ზეპირად იცოდა, გაეცნო საიდუმლო ცოდნას. ამავე დროს ასრულდა მისი პირველი წინასწარმეტყველება. მან აღმზრდელ-მონაზვნის ახლო მომავალში მგზავრობა და სიმდიდრე დაინახა. ორ თვეში ქალი ყველაზე მდიდრული სააბატოს უფროსად დანიშნეს, რომელსაც თავად დედოფალი მფარველობდა. პარიზის დაპყრობა16 წლისამ მონასტრის კედლები დატოვა და პარიზის დასაპყრობად გაემართა. ერთ-ერთი ვერსიით, მარიას კარტზე მკითხაობა ბოშა ქალმა ასწავლა, რომლის მოსწავლეც თავისი სურვილით გახდა. კარტით მას ადამიანის ბედის ამოცნობა, მისი წინასწარმეტყველება შეეძლო. მკითხაობდა მხოლოდ მისთვის გასაგები წესებითა და ახსნებით. არც კარტი იყო სათამაშო ბანქოსნაირი. იგი განსხვავებული იყო და მარიასაც მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრებოდა. ლენორმანი გრძნობდა სუნს, სხვანაირად აღიქვამდა ფერებს, მკითხაობდა ბროლის ბურთებზე, წყალზე, სისხლზე, იცოდა ნუმეროლოგია და ქირომანტია. 1790 წელს თავისი მეგობრის დახმარებით სამკითხაო სალონი გახსნა. ადამიანის მომავლის გამოსაცნობად ასტროლოგიასაც იყენებდა. იმ პერიოდში მარიას სალონი ერთ-ერთი პოპულარული ადგილი იყო, სადაც ცნობილი ადამიანები იყრიდნენ თავს. ერთხელ მარატი, რობესპიერი, სენ-ჟუსტიენი ესტუმრნენ... მამაკაცები უფრო დასაცინად მივიდნენ კოჭლ მკითხავთან, მაგრამ მარიას ბოლო სიტყვებმა მაინც დააფიქრეს: "არც ერთს არ შეგრჩებათ თავი მხრებზე". მარატი შარლოტა კორდემ აბაზანაში დაჩეხა, დანარჩენ ორს თავი მოჰკვეთეს. ეს წინასწარმეტყველება ბევრმა მოისმინა და როცა სიტყვები აცხადდა, ლენორმანს შავი მარია შეარქვეს. პარიზში უკვე ცნობილი წინასწარმეტყველის სახელით ჩავიდა. ამბობენ, რომ მარია ანტუანეტასაც გილიოტინაზე სიცოცხლის დასრულება მან უწინასწარმეტყველა. 1829 წელს ლენორმანს ჯოაკინო როსინი ეწვია, აინტერესებდა, ტრიუმფი და დიდება როდის ეწვეოდა. ლენორმანს კარტის გაშლა ნოტების რვეულზე შესთავაზა. მარიამ განუცხადა, რომ ოპერას აღარ დაწერდა, პარიზში კი მხოლოდ საკუთარი სიკვდილისთვის იყო ჩასული. "ვილჰელმ ტელის" შემდეგ როსინის აღარაფერი დაუწერია, ცნობილი გახდა, როგორც კულინარი და პარიზში, გაცხიმოვნებისგან გარდაიცვალა. 1832 წელს კი მარიას ონორე დე ბალზაკი ეწვია. ლენორმანმა უწინასწარმეტყველა რომანი უცხოელთან და სიკვდილი. პოლონელ გრაფინიაზე, ეველინ განსკზე დაქორწინებიდან 5 თვის შემდეგ მწერალი გარდაიცვალა. მარიას წინასწარმეტყველება სრულდებაერთხელ ლენორმანს სალონში ჟოზეფინა ბოგარმე ეწვია. ამ დროისთვის გენერლის ქვრივი ორ შვილთან ერთად გაჭირვებაში ცხოვრობდა.. კითხვის გაგრძელება > > >541 5-ს მოსწონს
|