სხვა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მცირე დოზით მიღებული ღვინო უცხო ენაზე საუბარში გვეხმარება 2019, 8 იანვარი, 12:25 მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს და ზოგადად, ალკოჰოლურ სასმელებს ბევრი ადამიანი ურთიერთობებში დამაბრკოლებლად მიიჩნევს, სულ სხვაგვარად ფიქრობენ ნიდერლანდელი მეცნიერები, რომლებმაც დაასკვნეს, რომ მცირე დოზით მიღებული ხარისხიანი ღვინო გვეხმარება უკეთ ვისაუბროთ უცხო ენაზე, თუკი ეს ენა ცხადია, რაღაც დონეზე მაინც გვაქვს შესწავლილი. სამეცნოერო პორტალზე - Journal of Psychopharmacology გამოქვეყნებულ კვლევაში ნათლადაა ახსნილი, რომ მცირე დოზით მიღებული ალკოჰოლი არა მხოლოდ ადმიანებს შორის საუბრის უშუალობას უზრუნველყოფს, არამედ იმაშიც გვეხმარება, რომ უკეთესად გავიხსენოთ უცხო სიტყვები და უცხოელს ყოველგვარი ზედმეტი დაბრკოლებისა და კომპლექსების გარეშე ვესაუბროთ, რაც ხშირ შემთხვევაში ნამდვილად მნიშვნელოვანია. ნიდერნალდელი მეცნიერების მიერ განხორციელებულ კვლევაში ჰოლანდიურად მოლაპარაკე 50 გერმანელი მონაწილეობდა. კვლევის მონაწილეებს ნებისმიერ თავისუფალ თემაზე უნდა ელაპარაკათ ჰოლანდიურად მოლაპარაკე ადამიანებთან. საუბრის დაწყებამდე, მეცნიერები მონაწილეებს სთავაზობდნენ ჭიქა "წვენის" დალევას, რომელშიც ალკოჰოლი (ძირითადად შემაგრებული ღვინო) იყო გარეული... კითხვის გაგრძელება > > > 49 4-ს მოსწონს
|