ასტროლოგია 2019 წლის იანვრის ტაროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 2019, 8 იანვარი, 11:49 გთავაზობთ 2019 წლის პირველი თვის, იანვრის ტაროპროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
ამ თვეში ვერძებს მოუწევთ კატის ყველა თვისების გამოყენება - დამოუკიდებლობა, ეგოიზმი, ეშმაკობა, მოქნილობა, ადაპტაციისა და რამდენჯერმე “გაცოცხლების" უნარი. კარგი პერიოდია ბიზნესის წამოსაწყებად, ახალი საქმიანი პარტნიორების გასაჩენად. ბევრი ვერძი კარიერაზე ფიქრს დაიწყებს, მოუნდება მკვეთრი ცვლილებები და ცხოვრების სტილის შეცვლა. ისინი, ვინც სახლში ისხდნენ და სასწაულს ელოდნენ, მოქმედებას გადაწყვეტენ. ხოლო ისინი, ვინც თავდაუზოგავად შრომობდნენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მიხვდებიან, რომ მიზნისკენ სავალი ნაბიჯები უნდა შეცვალონ და არა მიზანი. ვერძებო, ნუ მოექცევით უსამართლოდ საყვარელ ადამიანებს, იმის მიუხედავად, რომ პრობლემები გაქვთ. ეს თავის გასამართლებელი საბუთი არ არის. კუროიანვარში თქვენში მოიმატებს მოტივაცია. დაგჭირდებათ მენეჯერის თვისებების გამოვლენა, მაშინაც კი, თუ დაწინაურებულ პოზიციაზე არ იმყოფებით. სწორედ ეს თვე გადაწყვეტს, გაიზრდება თუ არა ახლო მომავალში თქვენი ხელფასი ან დაგაწინაურებენ თუ არა. ზოგიერთი კურო მოახერხებს სტარტაპის დაფუძნებას. იანვარი კარგი პერიოდია თვითგამორკვევისთვის, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გააანალიზებისთვის. ტყუპიიანვარში თავს მოდუნების საშუალებას მისცემთ, მოკალათდებით კომფორტულ სავარძელში და, როგორც იქნა, წაიკითხავთ წიგნებს, რომელთა სიაც დიდი ხნის წინ შეადგინეთ. ხოლო ისინი, ვისაც ფილმების ყურება ურჩევნია, კინოსიახლეებს გაეცნობიან (გირჩევთ movie.ge-ს). ბევრი ტყუპი აიღებს შვებულებას და დაგეგმავს მოგზაურობას. თქვენი ბოსი, დედამთილი ან შვილები დიდი ალბათობით ეცდებიან იდილია დაგირღვიონ, მაგრამ მაქსიმალურად ჩაებღაუჭეთ შინაგან ჰარმონიას, რომელსაც ძლივს მიაღწიეთ, და კონფლიქტები აირიდეთ. ზოგიერთ ტყუპს უცხოეთიდან ნათესავი ან მეგობარი შეეხმიანება და სასიამოვნო სიახლეს გაუზიარებს.კირჩხიბიიანვარი კირჩხიბებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ახალი წლის დღეებმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, თითქმის ზღაპრულადაც კი, ახლა რეალობაში დაბრუნების დროა. ზოგიერთ კირჩხიბს ფინანსური პრობლემები შეექმნება, მოუწევს საბანკო მანიპულაციების განხორციელება ან ვალის აღება მეგობრისგან. ნუ დაჰპირდებით ადამიანს თანხის მოკლე ვადებში დაბრუნებას, რადგან პირობის შესრულებას ვერ შეძლებთ და მასთან ურთიერთობას გააფუჭებთ. ბევრ კირჩხიბს უარის თქმა მოუწევს ხელგაშლილ ცხოვრებაზე და ქამარს ჭემოიჭერს.ლომინუ აჰყვებით პანიკას, მაგრამ თქვენს ჯანმრთელობას... კითხვის გაგრძელება > >იხილეთ ყველა ნიშანი489 3-ს მოსწონს
|