შოუბიზნესი ნიკა გვარამიამ ''მხოლოდ ქართულში'' ვეტოს უფლება გამოიყენა - რას ნიშნავს ეს და რა უცნაური მოვლენა მოხდა ''მხოლოდ ქართულში'' ნახევარფინალამდე? 2019, 8 იანვარი, 0:17 ნიკა გვარამიამ ''მხოლოდ ქართულში'' ვეტოს უფლება გამოიყენა7 იანვარს ''მხოლოდ ქართულში'' ჟიურისა და მაყურებლის რჩეული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა, რომელმაც ქულათა მაქსიმუმი – 120 ქულა დაიმსახურა. ქულათა დაჯამების შემდეგ ბოლო ადგილზე, აუთსაიდერებში გუგა მარგველაშვილი და პროექტის ერთადერთი გოგო მონაწილე, ნუცა თოფურია აღმოჩნდნენ. მე-5 ადგილი მაყურებლისა და ჟიურის ჯამური ქულებით ნუცა თოფურიას ერგო და პროექტი სწორედ მას უნდა დაეტოვებინა. მაგრამ ''რუსთავი 2 ''-ის გენერალურმა დირექტორმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ შობის დღესასწაულზე პროექტს არც ერთი მონაწილე და მით უმეტეს, ერთადერთი გოგო მონაწილე არ დატოვებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ''რუსთავი 2-მა'' გამოიყენა ვეტოს უფლება. გთავაზობთ ნიკა გვარამიას განცხადებას სრულად მაშასადამე ''მხოლოდ ქართულის'' ნახევარფინალში კვლავ 5 მონაწილე იქნება: 1- გუგა მარგველაშვილი 2- ნუცა თოფურია 3 - გიორგი ნარმანია 4 - ნოდარიკო ხუციშვილი 5 - გიორგი კელაპტრიშვილი 659 1-ს მოსწონს
|