მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე კიდევ
6 თვე დარჩა, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უკვე დაიწყეს საარჩევნო
კამპანია. რეგიონებში კამპანია არც თუ ისე აქტიურ ფაზაშია, თუმცა თბილისში
პოლიტიკური პარტიების და მერის კანდიდატების რეიტინგებიც კი გამოქვეყნდა.
ოპოზიცია ხელისუფლების
ყველა ქმედებას წინასაარჩევნო პიარს ხედავს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელისუფლების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მერის თანამდებობის მოპოვების ლიდერთა სიაში, ზვიად ძიძიგური პირველობს. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე და როგორ შეიცვლება სიტუაცია არჩევნებამდე. იქნება თუ არა ეს არჩევნები მაინც, სამართლიანი და დემოკრატიული.