x
image
ზოგადი განათლება
25 წლის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ H1N1-ით იყო ინფიცირებული, გარდაიცვალა

25 წლის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ H1N1-ით იყო ინფიცირებული, გარდაიცვალა


image

სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით, იგივე "ღორის გრიპით" რამდენიმე საათის წინ, თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 25 წლის კაცი გარდაიცვალა.


მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტმა საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა, რის გამოც დადგა ლეტალური შედეგი. ექიმების ამ განმარტებას არ ეთანხმება ოჯახი და აცხადებს, რომ ახალგაზრდა კლინიკაში დროულად მიიყვანეს, თუმცა მას სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდა.



„აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, ღვიძლის უკმარისობა და გულსისხლძარღვთა უკმარისობა. გადარჩენა ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო, გუშინ სამჯერ გაუჩერდა გული“- განაცხადა თბილისის რეფერალური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნიორაძემ.


შეგახსენებთ, რომ 25 წლის მამაკაცი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 29 დეკემბერს, რუსთავის საავადმყოფოდან გადაიყვანეს



0
254
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0