კულტურა დაჯილდოება - " ოქროს გლობუსი " და დაჯილდოების ყველა გამარჯვებული 2019, 7 იანვარი, 18:54 ![]() “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების 76-ე ცერემონიალის ყველა გამარჯვებული გამოვლინდა. ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლიაცია “პირველი არხზე” მიმდინარეობდა. საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა გახდა „ბოჰემური რაფსოდია“ (Bohemian Rhapsody). ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა რემი მალეკმა დაიმსახურა „ოქროს გლობუსი“ კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მხატვრულ ფილმში – დრამაში. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – დრამა გახდა გლენ ქლოუზი ფილმისთვის „ცოლი“ (The Wife). „ოქროს გლობუსის“ მფლობელები ასევე გახდნენ: საუკეთესო მსახიობი კაცი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – მაიკლ დუგლასი, The Kominsky Method საუკეთესო ანიმაცია – Spider-Man: Into the Spider-Verse საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში – რიჩარდ მადენი, Bodyguard საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – დრამა – The Americans კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ბენ უიშოუ, A Very English Scandal საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – პატრიცია არკეტი, Escape at Dannemora საუკეთესო ორიგინალური მუსიკა – First Man საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – Shallow, A Star Is Born ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – რეჯინა კინგი, If Beale Street Could Talk საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – სანდრა ო, Killing Eve კაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – მაჰერშალა ალი, Green Book საუკეთესო სცენარი – Green Book ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – პატრიცია კლარკსონი, Sharp Objects კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი – კრისტიან ბეილი, Vice საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმი – Roma საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – დარენ კრისი, The Assassination of Gianni Versace: American Crime Story საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – რეიჩელ ბროსნაჰანი, The Marvelous Mrs. Maisel საუკეთესო კომედიური სერიალი – The Kominsky Method საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი – The Assassination of Gianni Versace: American Crime Story ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი – ოლივია კოლმენი, The Favourite საუკეთესო მხატვრული ფილმი – კომედია ან მიუზიკლი – Green Book „ოქროს გლობუსის“ რიგით 76-ე ცერემონიის წამყვანები სანდრა ო და ენდი სამბერგი იყვნენ. 18 შეფასება არ არის
|