სხვა Google Map -ის მიერ აღმოჩენილ ობიექტს, 10 წლის მანძილზე ეძებდნენ... 2019, 18 იანვარი, 0:44 დღევანდელი ჭკვიანი ტექნოლოგიების და ამ პროდუქტების სწრაფი ნავიგაციური სისტემების საშუალებით, დღეს მარტივად შეგვიძლია დედამიწის მეორე მხარესთან წვდომა გვქონდეს. ამ ტექნოლოგიებიდან ყველაზე ხშირად გამოყენებადი თქვენთვის ნაცნობი Google Maps-ია, რომლის საშუალებითაც საიდუმლოებებით მოცული, 10 წლის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი. Google Maps -ის საშუალებით მსოფლიოს ყველა კუთხიდან ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. ამჯერად Google -ის ჯადოსნურ ნავიგაციურ სისტემამ აღმოაჩინა დაკარგული მამაკაცის ცხედარი, რომელიც 10 წლის მანძილზე იძებნებოდა. 72 წლის დევიდ ლი ნესი ცხოვრობდა მიჩიგანის შტატში, 2006 წლის 11 დეკემბერს, ის უკვალოდ გაქრა. ადგილობრივებმა მამაკაცი ბოლოს ბარიდან გამოსვლისას შენიშნეს, ამის შემდეგ დევიდ ლი ნესი აღარავის უნახავს. დაახლოებით 9 თვე მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა ვერც პოლიციამ და ვერც ოჯახის წევრებმა მის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძიეს. დრო გავიდა და დეივიდი ოჯახის წევრებიდან დაწყებული ყველამ დაივიწყა, მაგრამ Google Map -მა შემთხვევით აღმოაჩინა წყლებ ქვეშ მოყოლილი უცნაური ობიექტი, რომლის ამოთხრის შედეგადად დადგინდა დევიდის ცხედარი. მამაკაცი ავტომობილით იყო შევარდნილი ტბაში. ექსპერტიზას ჯერ არ აქვს სრული პასუხი ცხედრის ვინაობის შესახებ, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით, ავტომობილი დევიდს ეკუთვნის. გარდა ამისა, ავტომობილში ნაპოვნია საფულე, სადაც დევიდის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იყო მოთავსებული. როგორ ცნობილია, 72 წლის მამაკაცი კიბოთი იყო დაავადებული, ამ ამბის გაგების შემდეგ, ის დეპრესიამ მოიცვა და ხშირად სვავდა ალკოჰოლურ სასმელებს! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი <<<თქვენთვის საინტერესო>>> 1- ქირის გადასახადებით შეწუხებულმა ქალბატონმა, პრობლემა მარტივად მოაგვარა... 2- ერიჰ ჰონეკერის უკანასკნელი წერილი გერმანელ ხალხს! 3- 10 ყველაზე დრამატული და სისხლიანი ავიაკატასტროფა, რომელმიც მეხსიერებებიდან არ იშლება! 4- როგორ ცხოვრობენ აღმოსავლეთის დედოფლები და პრინცესები? 5- ქვის მთლელი - იგავი ბედნიერებაზე! 743 9-ს მოსწონს
|