სხვა მაიკლ ჯექსონის თვითგანადგურების გზა 2012, 13 ივლისი, 1:54 მაიკლ ჯექსონი აღიარებულია ყველაზე წარმატებულ და გავლენიან ადამიანად მუსიკის ისტორიაში. ის იყო უნიჭიერესი მსახიობი, მომღერალი, ქორეოგრაფი, მოცეკვავე, კომპოზიტორი. ყველაფერი დაიწყო 1979 წელს, როდესაც მაიკლი სცენაზე წაიქცა და ცხვირი მოიტეხა. ეს ინციდენტი იყო ბიძგი საკუთარი თავის სრულყოფილებისაკენ. პირველი ოპერაცია იყო იძულებითი და წარუმატებელი. მას მოყვა რიგით მეორე, რომლის შემდეგაც მაიკლის სახეზე უკვე შესამჩნევი იყო გარკვეული ცვლილებები. ეს გარეგნობა ჯექსონს არ აკმაყოფილებდა და 1984 წელს მან გადადგა პირველი სერიოზული ნაბიჯი. სრული რინოპლასტიკის შედეგად მაიკლის სახე იმდენად შეცვლილი იყო, რომ მის აფროამერიკულ წარმოშობაზე მეტყველებდა მხოლოდ კანის ფერი. "ახალი" მაიკლი მომენტალურად პოპულარობის პიკს მიაღწია, მაგრამ თავში მაინც ის აზრი უტრიალებდა, რომ სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს. 1985 წელს მან ისევ მიმართა პლასტიკურ ქირურგს, რათა კიდევ უფრო დაეწვრილებინა ცხვირი. ამავდროულად საკმაოდ შესამჩნევი გახდა, რომ მაიკლის კანიც ნელ-ნელა უფრო და უფრო ღია ფერის ხდება. ბევრს ეგონა, რომ ეს არის გრიმის ეფექტი და პლასტიკური ქირურგია მაიკლის კანთან არაფერ შუაშია. დროთა განმავლობაში პლასტიკური ქირურგია გახდა ჯექსონისთვის ნარკოტიკი. 1987 წელს მან რინოპლასტიკის შედეგად კიდევ უფრო დაიწვრილა ცხვირი, აიწია წარბები, გაიფართოვა ყვრიმალები და ბოლომდე გაიღიავა კანი. თავად მომღერალმა განაცხადა, რომ კანის გადანერგვა აუცილებელი იყო, რადგან მას ჰქონდა კანის დაავადება - ვიტილიგო. მაგრამ ეს სიმართლე იყო თუ უბრალოდ მიზეზი არავინ იცოდა, რადგან სამედიცინო საიდუმლოს არავინ გაამხელდა. 2001 წლიდან მაიკლს დაეწყო სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან. სურათებზე უკვე შესამჩნევი იყო, რომ ცხვირი დეფორმირებული ჰქონდა. მაყურებლის წინაშე ის უკვე ვერ გამოდიოდა მზის სათვალის და მაკიაჟის გარეშე. მაიკლი დიდი ხანი ცდილობდა ეპოვა ისეთი ექიმი, ვინც დათანხმდებოდა ჩაეტარებინა მისთვის რამდენიმე ოპერაცია, რათა გადაერჩინა მისი ცხვირი. ძალიან ბევრმა ექიმმა უარი თქვა, რადგან მაიკლის ცხვირის გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო. 2004 წელს გერმანელი ექიმი ვერნერ მანგი დათანხმდა ამაზე. მან განაცხადა, რომ მაიკლის სახე არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამის მიზეზი იყო უამრავი პლასტიკური ოპერაცია. მანგმა გააკეთა ყველაფერი რაც კი შეეძლო და ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ექიმმა სიამაყით განაცხადა, რომ მაიკლის ცხვირი გადარჩენილია, მაგრამ თუ ის ისევ გააგრძელებს პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას, ეს უკვე საფრთხეს შეუქმნის არა მარტო მის სახეს, არამედ მის სიცოცხლეს. ბოლო პერიოდში მაიკლ ჯექსონს ძალიან უჭირდა სუნთქვა, რამაც საბოლოოდ გაანადგურა მისი ჯანმრთელობა. ჯექსონი უდაოდ იყო პლასტიკური ოპერაციების რეკორდსმენი, მაგრამ მოუტანა თუ არა ამ ოპერაციებმა ლეგენდარულ მომღერალს ბედნიერება არავინ იცის. 1541 1-ს მოსწონს
|