"ბარსელონას" მცველმა დანი ალვეშმა ბრაზილიურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში მისი თანაგუნდელი მესია.
არგენტინელ თავდამსხმელს ხშირად ადარებენ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდუს. ალვეშმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა "სანტოსის" მოთამაშე ნეიმარი.
"რა თქმა უნდა, ნეიმარი ფენომენალური ფეხბურთელია. თუცმა ამ ეტაპზე, მოთამაშეს რომელსაც შეადარებ მესის ის ფეხბურთელი დამარცხებულია. ამას ადასტურებს სტატისტიკა და ყველაფერი. ნეიმარს წინ ნათელი მომავალი აქვს, მაგრამ მესი- საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში ", - განაცხადა ალვეშმა.