ისტორიული წყლის ნაკადულდთა ნაცვლად, სისხლის მდინარეებით ირწყმებოდა ქვეყანა. 2019, 5 იანვარი, 15:04
გაგრძელდა ქრისტიანებზე დატეხილი ეს უბედურება, რადგან გაზაფხულის დადგომისას კვლავ ბრუნდებოდნენ თურქნი და იგივეს სჩადიოდნენ, ზამთარში კი მიდიოდნენ. აღარაფერი ითესებოდა და იმკებოდა იმ დროს. აოხრდა ქვეყანა და ტყედ გადაიქცა. ადამიანთა ნაცვლად მხეცნი და ველის ნადირნი დამკვიდრდნენ აქ. გაუსაძლის გასაჭირში იყო ქვეყნის ყველა მკვიდრი. წმინდა ეკლესიები თურქებმა საჯინიბოებად აქციეს, ღვთის საკურთხეველნი - მათი უწმინდურების ადგილად. ზოგი მღვდელი სამღვრთო მსხვერპლის შეწირვისას თვითონ იქმნა შეწირული და მახვილით განგმირული. ზოგი მწარე ტყვეობაში ჩააგდეს. არ იბრალებდნენ მოხუცებულებს, ქალწულებს ნამუსს ხდიდნენ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, ჩვილებს იტაცებდნენ. წყლის ნაკადულდთა ნაცვლად, სისხლის მდინარეებით ირწყმებოდა ქვეყანა." ქართლის ცხოვრება 115 შეფასება არ არის
|